ცნობილმა ბრიტანელმა მომღერალმა ქეთ ბუშმა ახალ ალბომზე მუშაობა დაასრულა. მისი სახელწოდებაა “50 Words For Snow” და გაყიდვაში მიმდინარე წლის 21 ნოემბერს გამოვა.
ამ სტუდიურ ჩანაწერში შემდეგი შვიდი კომპოზიცია შევიდა.
1. Snowflake
2. Lake Tahoe
3. Misty
4. Wildman
5. Snowed In At Wheeler Street
6. 50 Words For Snow
7. Among Angels
ახალ ალბომს ქეით ბუშის საკუთარი ლეიბლი “Fish People” გამოსცემს. ამ კომპანიამ მიმდინარე წლის მაისში ქეით ბუშის ალბომი “Director's Cut” ჩაწერა. ის წარმოადგენდა ერთგვარ კრებულს, რომელშიც მომღერლის 1989 წლის ალბომში “The Sensual World” და 1993 წლის ჩანაწერში “The Red Shoes”-ში შესული კომპოზიციები გაერთიანდა. ამ კრებულმა 2011 წლის მაისში დიდი ბრიტანეთის მუსიკალური ალბომების რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა.
ქეით ბუშის ბოლო სტუდიური ჩანაწერი “Aerial” 2005 წლით არის დათარიღებული.
ბრიტანელი როკ მომღერალი ქეით ბუში 1958 წლის 30 ივლისს დაიბადა ინგლისის კენტის საგრაფოს პატარა დასახლება ბეკსლიჰიტში.
პირველი სიმღერა 11 წლის ასაკში დაწერა. იმ პერიოდში ფორტეპიანოსთან ყოველ დღე 6-7 საათს ატარებდა.
1973 წელს მისი ჩანაწერები ლეგენდარული ჯგუფი “Pink Floyd”-ის ლიდერს დევიდ გილმორს ჩაუვარდა. 1975 წელს გილმორის დახმარებით ქეით ბუშმა სტუდიაში პირველი სამი კომპოზიცია ჩაწერა.
1976 წელს ქეით ბუშმა ხმის ჩამწერ სტუდია EMI-სთან პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა.
1977 წელს მომღერალმა საკუთარი ჯგუფი “KT Bush Band” ჩამოაყალიბა.
1978 წელს პირველი სტუდიური ჩანაწერი "The Kick Inside” გამოუშვა. მასში შესული კომპოზიცია “Wuthering Heights” გამოსვლისთანავე მსოფლიო ჰიტად გადაიქცა.