პიტერ გებრიელმა ახალ ალბომზე მუშაობა დაასრულა

პიტერ გებრიელმა ახალ ალბომზე მუშაობა დაასრულა

ჯგუფი “Genesis”-ის ყოფილმა ვოკალისტმა პიტერ გებრიელმა ახალ ალბომზე მუშაობა დაასრულა. მისი სახელწოდებაა “New Blood” და გაყიდვაში მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს გამოვა.

 

ალბომი რამდენიმე ფორმატს მოიცავს. მისი შეძენა შეგეძლებათ როგორც სტანდარტული გამოცემით, ასევე ორმაგი CD-ის, ციფრული ვერსიით და ორმაგი 180 გრ-იანი ვინილის დისკის სახით.

 

ალბომში “New Blood” შევიდა პიტერ გებრიელის ცნობილი კომპოზიციების საორკესტრო ვერსიები, რომლებიც ჩაწერილია “New Blood Orchestra”-სთან და დირიჟორ ბენ ფოსტერთან ერთად.

 

ახალ ალბომში შემდეგი 14 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი.

 

1. The Rhythm Of The Heat

 

2. San Jacinto

 

3. Intruder

 

4. Wallflower

 

5. In Your Eyes

 

6. Mercy Street

 

7. Red Rain

 

8. Darkness

 

9. Don't Give Up

 

10. Digging In The Dirt

 

11. The Nest That Sailed The Sky

 

12. A Quint Moment

 

13. Solsbury Hill

 

14. Downside Up

 

მიმდინარე წლის ზაფხულში პიტერ გებრიელმა “New Blood Orchestra”-სთან ერთად რამდენიმე კონცერტი ჩაატარა. 24 ოქტომბერს გაყიდვაში კიდევ ერთი ალბომი, “New Blood. Live in London” გამოვა.

 

პიტერ გებრიელის წინა სტუდიური ჩანაწერი “Scratch My Back” 2010 წლის თებერვლით არის დათარიღებული. მასში შედიოდა ცნობილი მუსიკოსების დევიდ ბოუის, პოლ საიმონისა და ლუ რიდის კომპოზიციების საორკესტრო ქოუვერ ვერსიები.