“Coldplay” საუკეთესოდ აღიარეს

“Coldplay” საუკეთესოდ აღიარეს

მიმდინარე წლის ზაფხულში დიდ ბრიტანეთში არაერთი მუსიკალური ფესტივალი გაიმართა. რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა რადიოსადგურმა BBC 6 Music-მა საკუთარ მსმენელებს შორის ერთგვარი გამოკითხვა ჩაატარა და ზაფხულის საუკეთესო მუსიკალური ჯგუფი გამოავლინა.

 

ამ გამოკითხვაში პოპულარულმა ჯგუფმა “Coldplay” იმარჯვა. მუსიკოსები წარმატებით გამოვიდნენ გლასტონბერისა და ირლანდიაში ჩატარებულ "Tin the Park”-ის ფესტივალებზე. “Coldplay”-იმ ხმათა 22.7 პროცენტი მიიღო.

 

მეორე საფეხურზე ჯგუფი “The National” აღმოჩნდა, მესამეზე კი ტრიო “Muse”.

 

დიდ ბრიტანეთში, ზაფხულის განმავლობაში გამართულ მუსიკალურ ფესტივალებზე გამომსვლელი საუკეთესო ჯგუფების პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.

 

1. Coldplay

 

2. The National

 

3. Muse

 

4. Pulp

 

5. The Cure

 

6. Foo Fighters

 

7. Beyonce

 

8. My Chemical Romance

 

9. U2

 

10. Rodrigo Y Gabriella