კომპანია „სანის“ ასეულობით მუშა, რომლებიც სამშენებლო სამუშაოებს ფოთის დევნილთა ახალ რაიონსა და ანაკლიაში ასრულებდნენ, კომპანიის ხელმძღვანელებისგან სახელფასო დავალიანების დაფარვას მოითხოვენ.
სამეგრელოს სხვადასხვა რაიონიდან პროტესტის გამოსახატავად 16 სექტემბერს ზუგდიდში ჩასული 80-მდე მუშა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მასობრივი საპროტესტო აქციის გამართვას ფოთის ახალ რაიონში გეგმავს, სადაც მათ ცოტა ხნის წინ ჩასახლებული დევნილებიც შეუერთდებიან.
შპს „სანის“ დირექტორის მოადგილე სოსო კეიდია „პრესაგე.ტვ“-სთან სატელეფონო ინტერვიუში მუშების მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობასთან დაკავშირებით განსხვავებულ კომენტარებს აკეთებს. კეიდია, ერთის მხრივ, დავალიანების ფაქტს ადასტურებს და ხელფასების გაუცემლობას ტექნიკური მიზეზებით ხსნის, მეორეს მხრივ კი, აცხადებს, რომ ხელფასების დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია და შესაძლოა გასამრჯელო იმ მუშებმაც ვერ მიიღოს, რომლებმაც სამუშაოები უხარისხოდ შეასრულეს.
მუშების პროტესტი და კომპანია „სანის“ არგუმენტები ნახეთ ვიდეოკადრებში.