დიდხანს ვიფიქრე, დამეწერა თუ არა პოსტი ამ ტრაგედიის შესახებ... სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა საერთოდ ხმა ამომეღო, რადგან ეს ტრაგედია შემეხო მე და ჩემს ოჯახს. აქედან გამომდინარე, ვთვლიდი, რომ ვერ შევძლებდი ვყოფილიყავი ბოლომდე ობიექტური, მაგრამ ტრაგედიიდან თითქმის ერთი თვე გავიდა და ახლა, როდესაც ასე თუ ისე ცივი გონებით გავაანალიზე მომხდარი მოვლენები და ამასთან ერთად ვიხილე ენით აუწერელი ცინიზმი, ჩავთვალე, რომ მაქვს უფლება გამოვთქვა ჩემი აზრი და, რაც მთავარია, ზოგიერთ ნაბიჭვარს გავცე ის პასუხი რასაც იმსახურებენ.
ალბათ მეტ-ნაკლებად ყველამ ვიცით, რომ აგვისტოში მოხდა დევნილთა გამოსახლება სასტუმრო ”აფხაზეთიდან”. მე ვცხოვრობდი ამ სასტუმროში 21 წლის განმავლობაში, როდესაც მოხდა პირველი ომი ცხინვალში, მაშინ გამოვიდა ჩემი ოჯახი და სახელმწიფომ დევნილი ქართველები და მათ შორის ჩემი ოჯახიც ჩაასახლა სხვადასხვა ობიექტებში. ერთ-ერთ ასეთ ობიექტს წარმოადგენდა სასტუმრო ”აფხაზეთი”.
ნამდვილად არ ვაპირებ წუწუნს და ვინმესთვის თავის შეცოდებას. უბრალოდ, შევეცდები მშრალად გადმოგცეთ მომხდარის შესახებ: შემოვიდნენ ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები და წამოაყენეს ასეთი პირობა, უფრო სწორად - ულტიმატუმი: ან - ოჯახზე 10 000 დოლარი, ან - დაუსრულებელი ბინა რუსთავში (სულზე 12 კვადრატული მეტრი). ბინის დასრულებამდე დარჩენილია დაახლოებით სამი თვე, და ამ სამი თვის განმავლობაში ბინის მიღების მსურველთ შეუძლიათ ქირით იცხოვრონ, ქირის საფასურს დაფარავს სახელმწიფო. რაც მთავარია, თუ დევნილები შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში არ მიიღებენ შემოთავაზებული ვარიანტებიდან ერთ-ერთს, შემოვა სპეცდანიშნულების რაზმი და გაყრის მათ.
მოცემული პირობებიდან ერთ-ერთის მიღება ნიშნავდა ხელმეორედ ლტოლვილად ქცევას საკუთარ ქვეყანაში, მაგრამ რადგან თავს ზევით ძალა არ იყო, ხალხმა მიიღო ეს პირობები და შედეგად გააკეთა არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. ამჟამად ცხინვალელები ცხოვრობენ დაქირავებულ გარაჟებში, ნათესავებთან, ეძებენ ბინებს გირაოთი და წყევლიან საკუთარი გაჩენის დღეს. რას ვიზამთ - ”ვაი დამარცხებულთ!” ისევე, როგორც ოსებთან, აქაც წავაგეთ, ოღონდ ამჟამად უკვე ჩვენს ხელისუფლებასთან და ჩვენს საზოგადოებასთან. დამარცხებულს კი ისღა დარჩენია არა სამართალზე, არამედ გადარჩენაზე იფიქროს. დროებით მაინც - მანამ, სანამ საჭირო ჟამი არ დადგება...
რა შეიძლება ითქვას ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით? ბევრი არაფერი. ასეთი ამბები ხშირად ხდება ჩვენს ქვეყანაში - ეს იყო კანონის დარღვევა და ხელისუფლების შეცდომა. მიშას აღგზნებული ფანატიკოსებიდან ვინც შეეცდებით ეს თემა საკამათოდ გახადოთ, გირჩევთ ჯერ კანონს გაეცნოთ.
ამ შემთხვევაში მე არ გავამახვილებ შეცდომასა და კანონდარღვევაზე ყურადღებას პირადად ჩემთვის უფრო საინტერესოა საზოგადოების რეაქცია ამ ყველაფერზე. ვამბობ საზოგადოებას, ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომელთა ქცევაზე დაკვირვების საშუალებაც ასე თუ ისე გამაჩნია. ყველაზე ფართო მასშტაბებით მსგავსი დაკვირვების საშუალებას მაძლევს ინტერნეტი - ჩემი პირადი პროფილი ფეისბუქზე და სხვადასხვა ფორუმები.
დავიწყებ ფეისბუქით. მე 1230-ზე მეტი ფრენდი მყავს. მათ შორის არიან ნამდვილად კარგი ადამიანები, ცნობილი მიშისტები და ცნობილი ოპოები, ჰომოსექსუალისტები, მგონი ორიოდე ლესბოსელიც, პროვინციელი ლუზერები, რომლებიც როგორც წესი, ლიბერალებს უძვრებიან და პატრიარქს აგინებენ (იქნებ, არის კიდეც გასაკრიტიკებელი, მაგრამ ესენი ამას სხვა მიზნით სჩადიან და ეტყობათ ეს ცხვირპირზე). არიან ჟურნალისტები, რომლებიც ფლობენ სახელისუფლებო ან ანტისახელისუფლებო გამოცემებს თუ საიტებს, არიან ჩემი თაობის (პლუს-მინუს 4-5 წელი) ახალგაზრდები, რომლებიც ვითომ ლიბერალ-სოციალ-კომუნისტ-პაციფისტ-ჰუმანისტ-ცენტრისტობენ ანდა, სულაც, ადამიანის უფლებათა დაცვაზე დებენ თავებს, ნუ, ყოველ შემთხვევაში, თუ ვიღაც ძველი თაობის კაცი ჰომოსექსუალს „პიდარასტს“ უწოდებს, მყისვე განუმარტავენ მას სექსუალურ უმცირესობათა უფლებებს და თუ არ შეისმინა, ვაი მისი ბრალი. ასევე, თუ პრეზიდენტი გაიხუმრებს (რასაკვირველია - უკბილოდ, რადგან როცა ადამიანს იუმორის გრძნობა არ გააჩნია, ის, როგორც წესი, უკბილოდ ხუმრობს) მაშინვე გამოძებნიან ამაში ქსენოფობიას, ფაშიზმს და დაიწყებენ ტვინის ხვნას, რაც, როგორც წესი, მთავრდება კოლექტიური ვერბალური ონანიზმით. ჩემს ფრენდლისტში იხილავთ ასევე უტრაკო „პატრიოტებსაც” (წიპა ”სომხები დავჭიპოთ” და რამე...), პატარა კარიერისტებს და დიდ კარიერისტებს. პატარა კარიერისტები როგორც წესი, დიდი კარიერისტების ვოლებზე აქტიურობენ ხოლმე: მაგალითად, თუ დიდი კარიერისტი დაწერს, რომ მეზობლის ძაღლმა მისი მანქანის უკანა საბურავს მიაშარდა, პატარა კარიერისტი მსგავსი სტატუსის დალაიქების შემდეგ დაახლოებით ნახევარ დღეს იფიქრებს იმაზე, თუ რა დააკომენტაროს ამ იდიოტურ სტატუსზე რათა: 1. ასიამოვნოს დიდ კარიერისტს, 2. წარმოაჩინოს თავისი მახვილგონიერება.
სიტყვა გამიგრძელდა და, მოკლედ რომ ვთქვა, ჩემი პროფილის სახით „აქ საქართველო მეც მაქვს პატარა”. ალბათ, საინტერესო უნდა იყოს ის რეაქცია, რაც საზოგადოების ამ მიკრო მოდელმა გამოავლინა სასტუმრო ”აფხაზეთიდან” დევნილების გამოყრის ფაქტზე. მეც ყურადღებით ვაკვირდებოდი თითქმის ყველა მეგობრის ქცევას ბოლო ერთი თვის განმავლობაში და აღმოჩნდა, რომ საკუთარი გულისწუხილი ლტოლვილთა უბედურებაზე საჯაროდ მხოლოდ ერთმა - თამუნა მირიანაშვილმა გამოთქვა. არადა, ჩემი საფრენდეთი ფეისბუქზე საკმაოდ აქტიურობს - სტატუსებიდან და ქცევებიდან გამომდინარე ზეპირად ვიცი: ვის - კლიმაქსი დაეწყო, ვის - ქალი უნდა და ვერ დაუთრევია, ვის - კუჭი აეშალა, ვის მეზობელს დღის რა პერიოდში გაუარა კენჭმა მარცხენა თირკმელში და ა.შ.
რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ აქედან? ალბათ ის, რომ ლტოლვილთა ბედი ყველას ღრმად და საფუძვლიანად გკიდიათ და მიგიფურთხებიათ იმ ფაქტისათვის, რომ ქალაქის ცენტრში ადამიანებს მესამედ ხდიან დევნილებად საკუთარ ქვეყანაში და მერე ასეთ ცინიზმსაც მიმართავენ: „დასრულდა 20-წლიანი ტანჯვა იმ ადამიანებისა, ვინც ამ ჯოჯოხეთურ და ანტისანიტარიულ პირობებში ცხოვრობდა სასტუმრო „აფხაზეთში“. სამინისტრომ აუსრულა მათ წინასაარჩევნო დაპირება და სამინისტროს შუამდგომლობითა და ფასილიტაციით შენობის მეპატრონემ ამ ადამიანების ნაწილს გადაუხადა 10 000 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარებში), ხოლო მეორე ნაწილს კი, ვისაც სურვილი ჰქონდა, შესთავაზა ბინა რუსთავში. პროცესი განხორციელდა გაეროს ჩართულობით და საერთაშორისო ნორმების დაცვით“.
მიშისტებს მიგიფურთხებიათ იმიტომ, რომ თქვენ არავინ და არაფერი არ გაინტერესებთ გარდა საკუთარი კეთილდღეობისა, რომელსაც მოიპოვებთ ვაზელინით გაპოხილი თავების ხელისუფლების უკანალში შეტენვით. უკანალი კი ყველა ერთმანეთს ჰგავს და რა ბედენაა, ვისაში შეტენით თავებს - დღეს მიშაა და ხვალ სხვა იქნება. თქვენთვის ეს სულერთია. თქვენ არც პრეზიდენტი გიყვართ და არც ეს ქვეყანა. ვისაც პრეზიდენტი და ეს ხელისუფლება ნამდვილად მოწონს და იზიარებს მის კურსს, ის თუნდაც საკუთარი კეთილდღეობის საფრთხეში ჩაგდების ფასად მაინც ამოიღებს ხმას და მიუთითებს ხელისუფლებას შეცდომებზე (ისევე როგორც ამას მე ვაკეთებ, ოღონდ იმ განსხვაბებით რომ კეთილდღეობა არ მაქვს :)) და, მითუმეტეს, ამ ხელისუფლების მიერ ბოძებული )
ოპოებსაც მიგიფურთხებიათ ამ ყველაფრისათვის („აბა ის კარგი იყო, ლტოლვილები მიშას რომ ხმას აძლევდნენ?! ახლა მისცენ კიდევ! ვერ გამოაბუნძულეს?! ასე მოუხდებათ!“)
ლიბერალ-სოციალ-კომუნისტ-პაციფისტ-ჰუმანისტ-ცენტრის ახალგაზრდებსაც მიგიფურთხებიათ, რადგან „სამწუხაროდ“ ლტოლვილები არ იყვნენ გეები, იაღოველები და პატრიარქის მაგინებლები.
დიდ კარიერისტებსაც მიგიფურთხებიათ – რა დროს ეგაა, თქვენი მანქანის უკანა საბურავს მეზობლის ძაღლმა მიაშარდა. პატარა კარიერისტებსაც მიგიფურთხებიათ – რა დროს ეგაა, დიდი კარიერისტის მანქანის უკანა საბურავს მეზობლის ძაღლმა მიაშარდა და კომენტარი გაქვთ მოსაფიქრებელი.
რაღა ბევრი გავაგრძელო და, თქვენს ქცევებზე დაკვირვების შედეგი ასეთია: მიგიფურთხებიათ ჩვენი უბედურებისათვის.
ჰოდა, მეც მიმიფურთხებია თქვენთვის!
დიდ იმედს ნუ დაიჭერთ ჩემს მიერ ზემოთ ნათქვამ სიტყვებზე, როცა ვამბობ არიან ჩემს ფრენდებში ღირსეული ადამიანებიც-თქო. ასეთები მთელი საფრენდეთის მაქსიმუმ 1%-ს შეადგენენ და მათში არ შედიან „მიშისტები“.
ზოგიერთებს მწარედ შეიძლება მოგხვდეთ ამის წაკითხვა და გეწყინოთ, მაგრამ ეგ არაფერი, მეც ბევრი რამ მწყინს მაგრამ ჯერჯერობით პირში სული მიდგას :). თანაც, არ იფიქროთ რომ მე რაღაც მენტორული ტონით ვსაუბრობ თქვენზე და ჩემს თავს რომელიმე ღირსებით თქვენზე მაღლა ვაყენებ, როდესაც ამ სტრიქონებს ვწერდი, ჩემს თავშიც აღმოვაჩინე ზოგიერთი ის თვისება, რომლებზედაც ზემოთ გავამახვილე ყურადღება (ჰომოსექსუალიზმის გარდა) ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეც ერთი რიგითი თქვენიანი ვარ - თქვენი ნაწილი. ასე რომ არ იყოს, ათასობით თქვენნაირი ფრენდი კი არ მეყოლებოდა! :))
ახლა, რაც შეეხება ინტერნეტ-სივრცის სხვა კუთხეებს, სადაც საშუალება მაქვს შევიხედო და ჩემთვის საჭირო ინფორმაციას გადავხედო ხოლმე. აღსანიშნავია ფორუმ.გე-ზე წარმოებული ღლიცინი და ცინიზმი, რომელსაც აქ გაჩვენებთ და შევეცდები პასუხიც აქვე გავცე, რადგან ფორუმზე იმდენი ხანია ნიკით არ შევსულვარ რომ პაროლი დამავიწყდა, თანაც ვარჩევ ჩემი სახელით ვილაპარაკო და არა ნიკს ამოფარებულმა.
მაშ ასე:
gambler70:
“ძალიანაც კარგად აკეთებენ. შეარგოს ის სასტუმრო იმას, ვინც იყიდა.
ეს საკითხი არ არის გასარჩევი, იმიტომ, რომ აქაც ერთსულოვნება დაირღვა და ნაწილი თავისივე ფეხით, ყოველგვარი წინააღმდეგობების გარეშე დატოვა სასტუმრო. 10000_ს დახარბდნენ. გაიკეთოს ტრაკში ეგ სასტუმრო ვინც იყიდა იმან და ამათმა კი ეგ 10000. ღირსები არიან,
P.S. ხმის მიცემა არ დაგავიწყდეთ არჩევნებზე საჭირო კანდიდატზე.!!!”
როგორც ჩანს ამ ადამიანს მხედველობის პრობლემა აქვს ან არ სურს რომ დაინახოს, მაგრამ - არაფერია. შევახსენებ და ვურჩევ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში თბილისის უბნები დაიაროს, სადაც სუსტი მხედველობის პატრონიც კი ადვილად შეამჩნევს, როგორ აჭმევენ ნაცების და სხვა პარტიების წარმომადგენლები საჭმელს თბილისელებს ხმის მიცემის სანაცვლოდ (ყველა თბილისელს, ბუნებრივია, არ ვგულისხმობ). ამ სანახაობის შემდეგ, არა მგონია მხოლოდ ლტოლვილებს დააბრალოს არსებული პოლიტიკური რეალობის შექმნა.
Mr_Crowley
“სამტრედიაში მაქვს სოფელი ახლომახლო კარ-მდამოები იყიდება 6000-7000 სახლი კაპიტალური ეზოთი, სახნავ-სათესი ტერიტორიით მოკლედ პოლნი ნავაროტკით რომ სოფლის მეურნეობა აწარმოოს ადამიანმა და არამც თუ შიმშილით დაიხოცნონ პირიქით გამოადგნენ ოჯახსაც და სახელმწიფოსაც.
ჯავაში, თამარშენში, თუნდაც ცხინვალში არ მგონია რომ 10 000$-ან სახლებში ეცხოვრათ თავის დროზე.
რა თქმა უნდა ძნელია და მესმის რომ ხალხმა აქ დაამთავრა ინსტიტუტები სამსახური იშოვეს და ძნელია ამ ყველაფრის ესე გადაგდება. მაგრამ ვთვლი რომ ის ვარიანტი რაც ზემოთ დავწერე სრულიად მისაღები უნდა იყოს...
მე მაპატიეთ თუ ვინმეს ვაწყენინე უბრალოდ ეგრე მგონია, გულწრფელად”.
მისტერ ქრაული, გაპატიებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის გეოგრაფიულ მდგომარეობას უკეთ შეისწავლით და დადებთ კონკრეტულ გეგმას იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა აწარმოოს სოფლის მეურნეობა 60-70 წლის ადამიანმა. მითუმეტეს, არა მგონია, ეშმაკობით ცხინვალელმა სამტრედიელს აჯობოს – თუ ასეთი ნავაროჩენი და პერსპექტიული სახლია, ასე იაფად რატომ ელევა სამტრედიელი? :)) როგორც ჩანს, იმ სამტრედიელს არაფრის დიდებით არ სურს „გამოადგეს ოჯახს და სახელმწიფოს“:)). გარდა ამისა, ჩვენი ქვეყანა იმდენად პატარაა, რომ საკუთარი თავის პატივისმცემელმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ცხინვალი ქალაქია, ისეთივე ქალაქი, როგორც, დავუშვათ, გორი, რუსთავი და ა.შ. ქალაქში სოფლის მეურნეობას არ მისდევენ. ჯავას და თამარაშენს რაც შეეხება, ჯავა დაბაა, თამარაშენი – სოფელი, თანაც, თამარაშენიდან კი არა ცხინვალიდან, ანუ ქალაქიდან დევნილები ცხოვრობდნენ სასტუმრო „აფხაზეთში“. რაც შეეხება იმას თუ რა ქონება დატოვეს ცხინვალში ცხინვალელებმა და ღირდა თუ არა ის 10000–ზე მეტი, არ გირჩევ მის აუდიტს, თორემ ისევ შენ გაგიტყდება...
Melano
“ვინმეს არ შემოველახო აქ, და ვაჟაზე მეორე კორპუსიც არის, მეტრო „დელისთან“ და იმასაც ანთავისუფლებენ ლტოლვილებისგან? პ.ს. რა ვქნა ,ვუთანაგრძნობ სუყველას, მაგრამ სანაგვედ და საღორედ აქციეს ყველა ის შენობა, სადაც ჩასახლდნენ და ჩვენც, ცოდოები ვართ... თვალები მტკიოდა „აფხაზეთის“ დანახვაზე, კოშმარია. არც ის მეორე შენობაა უკეთეს მდგომარეობაში. ნაგავს პირდაპირ ფანჯრებიდან ისვრიან ხოლმე”.
აჰა, ამას საერთოდ მისალოცად ჰქონია საქმე, ღორები ვყოფილვართ და რა გვესაქმებოდა ამდენ ხანს ადამიანებში?
ამ საზიზღრობაზე ერთადერთი რაც შეიძლება ითქვას, არის ის რომ ეს ადამიანი ტყუის.
ისევე, როგორც იტყუება ამის დამწერი ნაბიჭვარი:
http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=76015&Itemid=1
მიუხედავად საზარელი ტრაგედიისა, არც ერთ ცხინვალელს აზრად არ მოსვლია ოსებისათვის თავშესაფრის თხოვნა. მე ვარ ცხინვალელი და ამ ტრაგედიამ ჩემს თავზე გადაიარა. მე ვხედავდი, როგორ ტიროდა ხალხი, როგორ ალაგებდნენ თავის ნივთებს ლტოლვილები ისე, რომ არც კი იცოდნენ, სად წაეღოთ, როგორ ეხმარებოდნენ ერთმანეთს და რას ლაპარაკობდნენ. ეს ყველაფერი ვნახე და მოვისმინე და ამ უმწარეს წუთებში ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია არავის იმის თაობაზე, რომ კოკოითის ცხინვალში ეძებნათ თავშესაფარი. როცა დრო დადგება, ამის დამწერს მწარედ მოეკითხება, რადგან ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საზიზღრობის პატიება შეიძლება, მაგრამ ამის პატიების უფლება არავის აქვს!
ეჰ, მეყოფა მაზოხიზმი... რაც არის - არის, უბრალოდ, საწყენია, როდესაც ადამიანები ასე ვექცევით ერთმანეთს და ჯერჯერობით ჩვენი საზოგადოებრივი განვითარება ძალიან ნელი ტემპებით მიდის. იმდენად ნელა, რომ ჩვენ ჭეშმარიტად ვიმსახურებთ იმ ხელისუფლებას, რომელიც გვყავს და ჩემი აზრით ცოტა მასზე უარესსაც.