ჯეი ლო გამოიჭირეს

ჯეი ლო გამოიჭირეს

ჯენიფერ ლოპესმა მეუღლესთან გაყრა ძალიან მალე მოინელა.

 

ახალი რომანი ბრედლი კუპერთან გააბა. თუმცა, კუპერისთვის ის ერთადერთი და განუმეორებელი ქალი არ არის. მის მიერ მონადირებულ ვარსკვლავთა სიაში არიან შარლიზ ტერონი, ჯენიფერ ანისტონი, რენე ზელვეგერი, ოლივია უაილდი და კამერონ დიასი.

 

როგორც ჩანს, ბრედლი ცნობილი გოგონების კოლექციას აგროვებს. მისი და ზელვეგერის გახმაურებული ურთიერთობა იმიტომ დასრულდა, რომ რენეს ბავშვის აყვანა სურდა, ბრედლი კი კატეგორიული წინააღმდეგი იყო.

 

რაც შეეხება ჯეი ლოს, მისი და კუპერის რომანზე კარგა ხანია ჭორები დადის. ბოლო დროს ლოპესი და მისი ახალი მეგობარი მამაკაცი ერთ-ერთ რესტორანში გამოიჭირეს, თუმცა, მათ წყვილმა დიდი ყურადღება არ მიაქცია. შემდეგ კი ლოპესმა განაცხადა, გეყოთ ლაპარაკი, მე და ბრედლის მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა გვაქვსო.