შეერთებულ შტატებს და დასავლეთ ევროპას საკმარისი პრობლემები აქვთ იმისთვის, რომ აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე მოვლენებზე არ ინერვიულონ
ვის შეიძლება უნდოდეს პერიფერიაზე ყოფნა, თუკი ცენტრში ყოფნა შეიძლება? თითოეულ ქვეყანას ბალტიიდან შავ ზღვამდე თავი გეოპოლიტიკური თავსატეხის მნიშვნელოვან ნაწილად მიაჩნია. ზოგჯერ საკუთარი მნიშვნელობის ასეთი განცდა ქვეყნის მოცულობით აიხსნება, მაგრამ ხშირად ეს დაკავშირებულია ხოლმე ადგილმდებარეობასთან ან ინფრასტრუქუტრასთან: საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები, რომლებიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, ან ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიემართება, მდინარეები, პორტები ან მილსადენები (რალური თუ წარმოსახვითი); ან ბუნებრივ რესურსებთან; ან იმასთან, რომ მათი მეზობლები ნამდვილად მნიშვნელოვან მოთამაშეები არიან და შესაბამისად, შეპყრობილნი არიან იმაზე ფიქრით, თუ რა ხდება მეზობელ ქვეყანაში. (მოლდავეთი, დიდი ამბით განმიცხადა ერთხელ იქ მომუშავე დიპლომატმა, გავს „სტრატეგიულ მახვილს სამხრეთ ვოლინში“. ვიფიქრე, ხუმრობს მეთქი)
ასეთ მაღალ თვითშეფასებას ცუდი შედეგები მოაქვს. როდესაც შენ იჯერებ, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანი ხარ, ხშირად იწყებ იმის ვარაუდს, რომ სხვა ქვეყნებმა ბევრი უნდა იცოდნენ და მუდმივად უნდა იფიქრონ შენს პოლიტიკასა და ეკონომიკაზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ რაღაც აქვთ ჩაფიქრებული. რთულია ამ მოსაზრების უარყოფა. თუკი გარე გავლენა არ ჩანს, ეს მხოლოდ ადასტურებს იმას, რომ ის ძალიან ძლიერია: ამ საშინლად ცბიერ უცხოელებს არა მხოლოდ უნდათ თქვენი ქვეყნით მანიპულირება, არამედ ამას აკეთებენ კიდეც, თან კვლასაც ოსტატურად შლიან.
შედეგად, დამღუპველი პოლიტიკური უნებისყოფობა და ცინიზმი ჩნდება. თუკი ჩვენ, რურიტანელები, მხოლოდ პაიკები ვართ დიდი სახელმწიფოების ხელში, მაშინ საზოგადოებრივ ცხოვრებას და საზოგადოებრივ მოღვაწეობას აზრი არ აქვს. რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავლენა მოვახდინოთ ჩვენს მომავალზე მაშინ, როდესაც ჩვენი ბედი ჩვენ არ გვეკუთვნის? საზოგადოების მხნეობა და საკუთარი თავისადმი რწმენა ქრება. რატომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში, რატომ უნდა დავაყენოთ საკუთარი კანდიდატურები, ვმართოთ კამპანიები თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, თუკი თქვენ იცით, რომ ყველაფერი უჩინარი და ულმობელი ძალების მიერ კულუარებში წყდება?
ეს იმასაც ნიშნავს, რომ უცხოელები არაპროპორციულად დიდ ძალას იძენენ (თუმცა, სინამდვილეში, მათი გავლენა და ყურადღება შეზღუდულია).
ცოდნის შიშთან არევა დიდი შეცდომაა. დიდ ქვეყნებში დიდი ბიუროკრატიული აპარატები არსებობს, ამიტომ ვაითჰოლის და სახელმწიფო დეპარტამენტის კულუარებში ყოველთვის შეიძლება ისეთი ადამიანი არსებობდეს, რომელსაც შეიძლება აღელვებდეს (იმის გამო, რომ კარგად არის ინფორმირებული) არჩევნები ლატვიაში, სამშვიდობო პროცესი მოლდავეთში ან უნგრეთის საგარეო ვალი. მაგრამ ასეთი პრობლემები უმაღლეს ხელისუფლებამდე მხოლოდ მაშინ აღწევს, როდესაც რაღაც ცუდი ხდება. და ამ შემთხვევაშიც კი, მათ უწევთ ფულისთვის და ყურადღებისთვის ბრძოლა სხვა ისეთ რაღაცეებთან ერთად, რაც გაცილებით მნიშვნელოვანია.
ერთი ზომის ქვეყნები, მაგრამ ისეთები, რომლებსაც განსხვავებული ისტორია აქვთ მსგავს შეცდომებს არ უშვებენ. გაიხსენეთ, მაგალითად, როგორი დამოკიდებულება აქვთ უცხოური სახელმწიფოების მიმართ ერთის მხრივ ფინელებს და ბელგიელებს და მეორე მხრივ, მაგალითად ჩეხებს და ლიტველებს. არავინ ფინეთში ერთი წუთითაც კი არ ფიქრობს იმაზე, რომ უცხოელებმა გაიგეს ან სურთ მათი მმართველი კოალიციის შემადგენლობის გაგება. არავინ ბელგიაში იმაზე არ ნერვიულობს, რომ აშშ ან ბრიტანეთი მის ფედერალურ პოლიტიკაში არსებულ უთანხმოებაზე ფიქრობს.
თუმცა საკუთარ მნიშვნელობასთან დაკავშირებული ილუზიები აღმოსავლეთში იფანტება. მესიანიზმი და საგარეო საქმეებზე კონცენტრირების ეპოქა დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში სრულდება, ხოლო მათი შიდა პრობლემები და საზრუნავი სულ უფრო აშორებს მათ აღმოსავლეთ ევროპისგან, რომელიც სულ უფრო არააქტუალური მოსჩანს.
ევროკავშირის „რბილი ძალის“ ხარვეზები (იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ორგანიზაცია მოხერხებულად აყალიბებს გონივრულ წესებს და ახორციელებს მათ ცხოვრებაში) სულ უფრო ხშირად იჩენს თავს, და პირველ რიგში საბერძნეთში. ეს მეზობელ ალბანეთსა და მაკედონიაში ოინებისა და ხრიკებისთვის მეტ საბაბს ქმნის. მიხეილ სააკაშვილი, როგორც ჩანს დაინტერესდა პუტინის ფანდით და 2013 წლის შემდეგ, მას მერე რაც მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება, საქართველოს ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრის რანგში დაბრუნებაზე ფიქრობს. მოკლედ რომ ვთქვათ, მმართველებმა შეიძლება დაღუპონ საკუთარი ქვეყნები, თუკი ეცოდინებათ, რომ ისინი არავის აინტერესებს ბრიუსელში, ვაშინგტონსა და ლონდონში. ვფიქრობ, ეს უკვე პროგრესია.
foreignpress.ge
1104
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85