აზერბაიჯანი და საქართველო: ამიერკავკასიის ტერიტორიაზე წარმატებული მიგრაციული მოდელი ყალიბდება

აზერბაიჯანი და საქართველო: ამიერკავკასიის ტერიტორიაზე წარმატებული მიგრაციული მოდელი ყალიბდება


საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანლები მასობრივად დაიძრნენ ისტორიული სამშობლოსკენ. მაგრამ დღეს, ნაწილობრივ ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული მტკიცე კავშირების წყალობით, ეს ტენდენცია იცვლება: საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანლები არსად გამგაზვრებას აღარ აპირებენ, ხოლო მათ ვინც მანამდე წავიდა, უკან დაბრუნება უნდათ.

ისტორიულ სამშობლოში გამგზავრების გადაწყვეტილება ათასობით აზერბაიჯანელმა ეკონომიკური კრახის, ომის და 1990-იანი წლების დასაწყისის ნაციონალისტური მთავრობის გამო მიიღო. დღეს საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით 350 ათასი აზერბაიჯანელი ცხოვრობს, რომელთაგან 80% ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, დიდწილად სასოფლო-სამეურნეო ქვემო ქართლის რეგიონშია დასახლებული.

აზერბაიჯანის ხელისუფლებას არ აქვს კონკრეტული მონაცემები მიგრანტი აზერბაიჯანლების რიცხვის შესახებ, რომლებიც დღევანდელ დღეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მიგრაციის საკითხების ექსპერტისა და ბაქოს სამოქალაქო ინიციტივების ევრაზიული პლატფორმის პრეზიდენტის აზერ ალახვერანოვის შეფასებით, საქართველოს 100 ათასი მოქალაქიდან, რომლებიც რესპუბლიკის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, 95% ეთნიკური აზერბაიჯენელია.

ქვეყანაში ლეგალიზაციისა და ახალ ადგილზე „წარმატებულ“ მოწყობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მიგრანტებიდან ზოგიერთი დღეს საქართველოში ბრუნდება, ამბობს ბაქოს არაკომერციული ანალიტიკური მიგრაციის ცენტრის დირექტორი ალიოვსატ ალიევი. ამ ტენდენციის გაძლიერებას ხელს უწყობს საქართველოში 1990-იან წლებთან შედარებით ეკონომიკური სიტუაციის და ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, დასძენს იგი.

„ამ მხრივ ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ ჩემი გათვლით, თუკი უახლოესი სამი-ოთხი წლის განმავლობაში ეს ტენდენცია შენარჩუნდა, საქართველოში დაახლოებით ოცი ათასი აზერბაიჯანელი დაბრუნდება“, – ამბობს ალიოვსატ ალიევი. აზერ ალახვერანოვი იმ ფაქტორებს შორის, რომელიც მიგრანტებს საქართველოში დაბრუნებისკენ უბიძგებს, ასახელებს თბილისში დაწყებულ ანტიკორუფციულ კამპანიას და დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას.

ხოლო აზერბაიჯანის მთავრობა, როგორც ჩანს, მთელი ძალით მხარს უჭერს იმას, რომ საქართველოს ეთნიკურმა აზერბაიჯანლებმა არ მიიღონ საკუთარი ადგილებიდან აყრის გადაწყვეტილება. ჩინოვნიკების ასეთ პოზიციას, ბევრის აზრით, განსაზღვრავს მათი მისწრაფება განამტკიცონ ზემოქმედების ბერკეტები საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელთანაც ბაქოს დინამიკური ეკონომიკური პარტნიორობა ჩამოუყალიბდა.

საინფორმაციო სააგენტო „ტრენდი“-ს ინფორმაციით, 29 აგვისტოს საქართველოს საპორტო ქალაქ ბათუმში, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებრივ-პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელმა ალი გასანოვმა, დიდი კმაყოფილება გამოთქვა იმ ყურადღების გამო, რომელსაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაცია ეროვნული უმცირესობებისადმი იჩენს. საქართველოს ხელისუფლებამ, სხვა ნაბიჯებთან ერთად, აზერბაიჯანლებისთვის (და სხვა ეროვნების წარმომადგენლებისთვის) ქართული ენის სასწავლო კურსი შემოიღო და აზერბაიჯანული ეროვნების ადმიანებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში მიღებისთვის კვოტები დააწესა.

ალი გასანოვმა საქართველოს აზერბაიჯანლებს (რესპუბლიკის უმსხვილესი ეროვნული უმცირესობა) მოუწოდა ქართული ენა „თავად ქართველებზე“ უკეთ შეისწავლონ და მიაღწიონ „ადეკვატურ“ წარმომადგენლობას საქართველოს სახელმწიფო და არჩევით ორგანოებში. ბაქო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ეხმარებიან ქართველ აზერბაიჯანლებს „სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული პრობლემების“ გადაწყვეტაში, განაცხადა ჩინოვნიკმა. ასე მაგალითად, თბილისში აზერბაიჯანის საელჩოს ატაშეს შოვგი მეხთიზადეს თქმით, აზერბაიჯანელი მეწარმეების ჯგუფი საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აშენებას გეგმავს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ტურანი“.

აზერბაიჯანლებისთვის საქართველოში დარჩენის ეკონომიკურ სტიმულებს უზრუნველყოფს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ-კომპანია (SOCAR). კომპანიის ქართულ ფილიალ SOCAR Energy Georgia-ს, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია, რესპუბლიკაში 3 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. როგორც 12 ივნისს Vesti.az-თან ინტერვიუში კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა აღნიშნა, ამ დასაქმებულებიდან ნახევარი ეთნიკური აზერბაიჯანელია.

„მე ბევრ აზერბაიჯანელს ვიცნობ, რომელიც საქართველოში დაბრუნდა“, – თქვა მან აზერბაიჯანელ მიგრანტებზე. „და თუკი ადრე ამბობდნენ, რომ აზერბაიჯანლები და ქართველები საქართველოდან მიდიან, ახლა, ვფიქრობ, დაბრუნებაზე ისაუბრებენ“.

ზოგიერთი ეთნიკური აზერბაიჯანელი ჩივის, რომ ბაქო ბიუროკრატიული დაბრკოლებებით ხელს უშლის მათ სამშობლოში დამკვიდრებას. აზერბაიჯანული კანონმდებლობა ორმაგ მოქალაქეობას კრძალავს და ერთ-ერთი მიგრანტის თქმით, ბევრი აზერბაიჯანელი მიგრანტი, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ცხოვრებასა და მუშაობასთან დაკავშირებული დოკუმენტების გაფორმებისას „ბიუროკრატიული გაჭიანურებების და კორუფციის“ პრობლემებს ხვდება. ალახვერანოვის თქმით, მსგავსი პრეტენზიები გადაჭარბებულია. „მიგრაციის ორგანოები ყველგან მკაცრად მოქმედებენ. რეგისტრაციის და მუშაობის უფლების მიღება ბევრ ქვეყანაში რთულია… აზერბაიჯანი ამ მხრივ გამონაკლისი არ არის“, – აღნიშნა მან.

საბჭოთა დროს მოსახლეობის მოდინებაც და გადინებაც ხელისუფლებისთვის სერიოზული ეკონომიკური ძვრა იყო. დღეს ეთნიკური აზერბაიჯანლების საქართველოში დაბრუნება, ბევრი ექსპერტის აზრით, განსაკუთრებულად არ აისახება არც ერთი და არც მეორე ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაზე.

„აზერბაიჯანში ეკონომიკური სიტუაცია დღესაც საქართველოზე უკეთესია. ასე რომ აზერბაიჯანს არაფერი ემუქრება მოსახლეობის სერიოზული გადინების შემთხვევაში“, – ფიქრობს ალიოვსატ ალიევი.
foreignpress.ge