თურქული კომპანია „უმუთ ინშაათის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დაკვეთით გურჯაანის საავადმყოფოს აშენებენ, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ცემეს და აქციის გადაღების უფლება არ მისცეს.
ჟურნალისტი მშენებარე საავადმყოფოს ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის გასაშუქებლად იყო მისული. ხელფასების გაცემის მოთხოვნით საავადმყოფოს მშენებლობაზე დასაქმებული 40-მდე მუშა გაიფიცა. როგორც მუშებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, 5 თვეა ხეფასები არ მიუღიათ.