ჟან-კლოდ ვან დამის ახალი გატაცება

ჟან-კლოდ ვან დამის ახალი გატაცება

ცნობილი მსახიობი ჟან-კლოდ ვან დამი პროფესიულ რინგზე აპირებს საკუთარი ძალების მოსინჯვას.

 

50 წლის მსახიობის მეტოქე, ატლანტის 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, 38 წლის ტაილანდელი სომლუკა კამსინგა იქნება.

 

ბრძოლა მუა-ტაის წესებით ჩატარდება, მაგრამ იდაყვით დარტყმები ვან დამის მოთხოვნით აკრძალული იქნება, რადგან მსახიობს სახის დაზიანების შიში აქვს.

 

ეს შერკინება მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდება და მას ქალაქი ბანგკოკი უმასპინძლებს.

 

ჰოლივუდელი რა თანხას მიიღებს არ ვიცით, ტაილანდელი კი საკუთარ ჯიბეს ასი ათასი დოლარით გაიმდიდრებს.