ნორვეგიულმა სასამართლომ ანდერს ბრეივიკი ფსიქიკურად ჯანმრთელად სცნო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ციხეში 21 წელს გაატარებს. სასჯელის ზომა შეიძლება გაიზარდოს კიდეც, თუ სასამართლო ჩათვლის, რომ ბრეივიკი საზოგადოებისთვის საშიშროებას წარმოადგენს.
ანდრეს ბრეივიკმა გასულ ზაფხულს 77 ადამიანი მოკლა, 240 კი დაჭრა. უმეტესობა მათგანი კუნძულ ოტოიაზე ახალგაზრდული ბანაკის წევრები იყვნენ. დაღუპულთა შორის ქართველი თამთა ლიპარტელიანიც გახლდათ.
ბრეივიკმა თავისი საქციელი ულტრამემარჯვენე და ანტიმუსულმანური შეხედულებებით გაამრთლა და განაცხადა, რომ არ სურს იგი პარანოიდალურ შიზოფრენიკად ჩათვალონ. ხოლო „ფსიქიატრიულ საავადმყოფოში“ მკურნალობა, ციხეში ჯდომაზე უარესია.
ანდრეს ბრეივიკი სასამართლო გადაწყვეტილებას ღიმილით შეხვდა.