ბიძინა ივანიშვილის ქონების  მიმართ, იძლებითი აღსრულების პროცესი მიმდინარეობს

ბიძინა ივანიშვილის ქონების მიმართ, იძლებითი აღსრულების პროცესი მიმდინარეობს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ჯარიმის გადახდის ვადა ამოეწურა შესაბამისად,  ივანიშვილის ქონების მიმართ, იძლებითი აღსრულების პროცესი დაიწყო.

როგორც აღსრულების ბიუროს პრესსამსახურის უფროსი ბესილ ლილუაშვილი from.ge-სთან საუბარში აცხადებს, ამ ეტაპზე საქმის წარმოების პროცესი მიმდინარეობს.

„საქმის წარმოების პროცესი მიმდინარეობს. საწყის ეტაპზე  ივანიშვილის ქონების მოძიება, მისი შეფასება მოხდება და ამის შემდეგ გადაწყდება კონკრეტულად, აღსრულების რომელ ფორმას მივმართავთ“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი ადმინისტრაციულ სამართადამრღვევად 11 აგვისტოს სცნო და უკანონო შემოწირულობების განხორციელებისთვის 20 243 827 ლარით დააჯარიმა.

ცნობისთვის, ჯარიმის გადახდის ვადა გუშინ, 22 აგვისტოს, კოალიცია „ქართული ოცნების“  ერთ-ერთ ლიდერს კახა კალაძესაც ამოეწურა. აღსრულების ბიურომ, მის მიმართაც იძულებითი აღსრულების პროცესი დაიწყო.