უილიამ კორტნი: რაც ეხლა ხდება საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებს საფრთხეს უქმნის

უილიამ კორტნი: რაც ეხლა ხდება საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებს საფრთხეს უქმნის

საქ-ში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის, დასავლელი პარტნიორი და ამერიკელი გავლენიანი დიპლომატის  უილიამ კორტნის შეფასებით, არჩევნების გაყალბების შემთხევვაში ქვეყანა დასავლეთის ნდობას, ვაშინგტონი კი თბილისთან თანამშრომლობის ინტერესს დაკარგავს.

ამის შესახებ მან მე-9 არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუში მან  იმ პოლიტიკური ოპოზიციის რეპრერესიებზე, ჟურნალისტების დევნასა და შანტაჟზე ისაუბრა, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში ინტენსიურად ვითარდება.

როგორც მილიორი აცხადებს, დასაველთისთვის ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით, თუ ის არასამართლიანად ჩატარდა, შეერთებული შტატები საქართველოსთან ინტერესს დაკარგავს.

„საქართველოში დღეს შექმნილი ვითარება ნათელია. პოლიტიკური ოპოზიცია რეპრესიებს განიცდის. დალუქულია მათი პირადი საბანკო ანგარიშებიც. ჩემთვის დღემდე გაურკვეველია რატომ არ აქვს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ან რატომ უნდა იხადოს მან დიდი რაოდენობით ჯარიმა. მინდა გავერკვე ამ ყველაფერში. დასაველთში წინასაარჩევნო პროცესების გარდა, კრიტიკულად აფასებენ დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვასაც. რაც ეხლა ხდება საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებს საფრთხეს უქმნის“, - აცხადებს მილიორი.

მისივე თქმით, ვაშინგტონში პასუხს ელიან იმაზეც, თუ რატომ არ აქვს დღემდე ბიძინა ივანიშილს საქართელოს მოქალაქეობა რატომ ეკისრება მას ყოველდღიურად მილიონობით ჯარიმა. მილიორი აცხადებს, რომ აშკარაა, რომ  დამოუკიდებელი მედია შეზღუდულია. საქართველოში კი 3 ძირითად მაუწყებელს ხელისუფლება მთლიანად აკონტროლებს.

„ახლახანს ერთ ერთმა გაზეთმაც დაბეჭდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ სდევნიან და აშინებენ საქართველოში მედიის წარმომადგენლებს. სიტუაცია ერთგვარად რუსეთისას გავს, სადაც პრაქტიკულად აღარ არსებობს თავისუფალი პრესა. ამ ყველაფერს საერთაშორისო საზოგადოება მკვეთრად ნეგატიურად აღიქვამს“, - განაცხადა მან.

საქართველოს ნატოში ინტეგრაცია, ქვეყნის საგარეო თუ შიდა უსაფრთხოება, ყოფილი ელჩს აზრით, მხოლოდ რეალური დემოკრატიით არის შესაძლებელი.

მისი თქმით, საიმისოდ, რომ საქართველო ნატოში გაწევრინადეს, ჯერ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. რაც მისი ააზრით, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების გარკვევასა და აფხაზეთისა და ოსეთის საკითხების გადაწყვეტას უკავშირდება.

„ჯერჯერობით გაურკევევლია როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი.მხოლოდ ქართული საჯარისო ნაწილების ერაყსა და ავღანეთში გაგზავნა არ არის საკმარისი. უმთავრესი ქვეყანაში დემოკრატიული  გარემოს და ჯანსაღი ეკონომიკური რეფორმებია. დღევანდელი ქართული  რეალობა კი ამის საშუალებას არ იძლევა“, - უილიამ კორტნიმ.

ქვეყნის განვითარების წინაპირობად ექსპერტები და პოლიტიკოსები სამართლიანი არჩევნებისა და თავისუფალი მედიასაშუალებების გარდა დამოუკიდებელ სასამართლოს მიიჩნევენ.