ბათუმის „მაგნოლიის“ მუშები გაიფიცნენ

ბათუმის „მაგნოლიის“ მუშები გაიფიცნენ

ბათუმის მშენებარე კომპლექს „მაგნოლიაში“ სამშენებლო პროცესი შეწყვეტილია. მუშები ხელფასის აუღებლობას აპროტესტებენ. კომპლექსს „დექსუს-დეველოპმენტი“ აშენებს.

„თვენახევრის განმავლობაში გვეუბნებიან ხვალ იქნება, ხვალ იქნებაო. ყოველდღე გვატყუებენ. 1500 ლარამდე გვაქვს დაგროვილი. პრარაბმა გვითხრა, როგორც გინდათ ისე მოიქეცით, რადგან პასუხი არ მაქვსო“,-აცხადებებნ მუშები.

ბათუმში დღეს კონცერტს რუსული პოპ-როკ ჯგუფი „უმა თურმანი“ მართავს. მუშებმა გადაწყვიტეს თავისი გაჭირვების შესახებ პრეზიდენტს მიმართონ, თუმცა, მუშების განმარტებით, მათ ქალბატონმა პრეზიდენტთან მიახლოებაც კი აუკრძალა.

„ვიღაც ქალბატონია, არ ვიცით ვინ არის, პაპიროსს აბოლებს და გვითხრა, პრეზიდენტთან მიახლოებაც კი არ გაბედოთო თორემ პრეზიდენტის დაცვა მოვა და სეირს განახებთო“,-ამბობენ მუშები.