„ციცინათელას“ „გურია-პარკი“ ერქმევა

„ციცინათელას“ „გურია-პარკი“ ერქმევა

შეკვეთილში მდებარე გასართობ ცენტრ „ციცინათელას" ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სახელწოდება ეცვლება. როგორც აქ დასაქმებულები ამბობენ, ძველი აბრა სამი დღის წინ ჩამოხსნეს. პარკის დირექტორის მოადგილის განცხადებით, რომ „ციცინათელას" ამიერიდან „გურია პარკი" დაერქმევა.

„ეს არის სადღაც ზემოდან წამოსული გადაწყვეტილება. არც ახალმა დირექტორმა არ იცის ამის შესახებ. რომ გაირკვეს, ეს პარკი აჭარისაა თუ გურიის“,-აცხადებს პარკის დირექტორის მოადგილე.

 ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია „მენეჯმენტ სერვისს" კომპლექსის მართვის უფლება ერთი თვის წინ ჩამოართვა. მიზეზად კი ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა დაასახელა.

გასართობ კომპლექს "ციცინათელას" დირექტორად ერთი თვის წინ, გურიის გუბერნატორის მოადგილე ლაშა შაფაქიძე დაინიშნა.