„ლიბიური ღამეების“ მსხვერპლი

„ლიბიური ღამეების“ მსხვერპლი

მერამდენე ღამეა ტრიპოლიში სისხლიანი შეტაკებები არ წყდება. წუხანდელი შეტაკება სუნიტებსა და ალავიტებს შორის შვიდი ადამიანის სიკვდილით დასრულდა, დაზიანებები კი დაახლოებით 20-მდე ადამიანმა მიღო.

ლიბიის ტელევიზიის ცნობით, დაღუპულია 13 წლის მოზარდიც.

ექსპერტთა მტკიცებით, ლიბიაში ბოლო დღეებში მომხდარ კონფლიქტებზე სირიაში  მუსულმანებსა და ალავიტებს შორის მიმდინარე ომი მოქმედებს.

ლიბიის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიბ მიქატიმ „ლიბიურ ღამეულ კონფლიქტებს“ აბსურდული უწოდა და მოსახლეობას მოუწოდა, სირიის კონფლიქტებში არ ჩაერიონ.