ზურაბ აბაშიძე: რუსეთ-საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობები მსო-ზე არ არის დამოკიდებული

ზურაბ აბაშიძე: რუსეთ-საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობები მსო-ზე არ არის დამოკიდებული

რუსეთის მსო-ში გაწევრიანება თავისთავად გულისხმობს ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის გახსნას. ექსპერტი ზურაბ აბაშიძე From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არც რუსეთის ბაზრის გახსნა მოხდება ერთბაშად ქართული პროდუქციისთვის და არც რუსულ-ქართული ურთიერთობები შეიცვლება ერთბაშად.

„რუსული ბაზრის გახსნა  უფრო პოლიტიკურ კონიუქტურაზე იქნება დამოკიდებული. რუსეთი შეეცდება, რომ სხვადასხვა მიზეზებით დაბლოკოს ქართული პროდუქცია თავის ბაზარზე, მოძებნიან სანიტარულ დ ჰიგიენურ მიზეზებს.

პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, შეზღუდვები შემცირდება, თუმცა მოლოდინი, რომ ერთბაშად მოხდება ეს ყველაფერი, არ მაქვს“,-აღნიშნავს აბაშიძე.

ექსპერტს მიაჩნია, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს.

„პოლიტიკური ურთიერთობები ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მარტო ეკონომიკურ ურთიერთობებზე არა.  უფრო სხვა ფაქტორები თამაშობს აქ როლს, თუმცა ერთი აუცილებლად უნდა აღინიშნოს-მოჯადოებული წრესავითაა: პოლიტიკური ეკონომიკურზეა დამოკიდებული, ეკონომიკური პოლიტიკურზე, თუმცა, ბუნებრივია, პოლიტიკური ფაქტორები უფრო მნიშვნელოვან და გადამწყვეტ როლს თამაშობენ ხოლმე“,-აცხადებს აბაშიძე.