გიორგი ბარამიძე  თანამდებობიდან გადადგა

გიორგი ბარამიძე თანამდებობიდან გადადგა

ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებული გიორგი ბარამიძე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობიდან ოფიციალურად გადადგა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ბარამიძის მოვალეობას ამჟამად მისი მოადგილე ელენე ხოშტარია ასრულებს.

შეგახსენებთ, გიორგი ბარამიძე "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თორნიკე გორდაძის კანდიდატურა განიხილება.