ქდმ-ს საარჩევნო სიის პირველი ნომერი გიორგი თარგამაძე იქნება

ქდმ-ს საარჩევნო სიის პირველი ნომერი გიორგი თარგამაძე იქნება

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველი ნომერი და შესაბამისად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი თარგამაძე იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს პრაიმ-ტაიმის პრეს-კლუბში ქდმ-ის ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდადტმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა.

"ჩვენ ევროპული იდეოლოგიის პარტია ვართ და ახალი საკონსტიტუციო მოდელით ჩვენი საარჩევნო სიის პირველი ნომერი გიორგი თარგამაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება. მან დაამტკიცა, რომ მაღალი ცოდნისა და უნარების მქონე ადამიანია და შეუძლია ქვეყნის მოსახლეობას შვება მოუტანოს", - განაცხადა ვეფხვაძემ.