გადაუდებელი საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, თბილისის ზოგიერთი უბანი, ხვალ, წყალს შეზღუდვით მიიღებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” განცხადებით, დაზიანებულია მაგისტრალური წყალდენის დიღმის ველზე გამავალი მონაკვეთი, რის გამოც 23 აგვისტოს, 900 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე გადაუდებელი საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაა დაგეგმილი. ამ მიზნით, 23 აგვისტოს 11:00 საათიდან 24 აგვისტოს 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

 სოფელ ზურგოვანს, ზაჰესის, დიდი დიღმის, ქოშიგორის, „სასოფლოს“ და ამერიკის საელჩოს დასახლებებს სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ვაშლიჯვარში - „ფარმაკოქიმიას“

 დიღმის ველზე განთავსებულ საწარმოებსა და საცხოვრებელ სახლებს, დიღმის მასივის I კვარტლის 16-სართულიან კორპუსებს, გოძიაშვილის, სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოთუასა და ზემო ვეძისის ქუჩებს.

 დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყლის მიწოდება დაბალი წნევით მოხდება: ვეძისის დასახლებაში, კანდელაკის, ბუდაპეშტისა და მათ მიმდებარე ქუჩებზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე - თამარაშვილის ქუჩამდე და ყაზბეგის გამზირის ქვედა ნაწილში.

 საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას კომპანიის ტექნიკური ბრიგადები ხვალ დილიდან შეუდგებიან.

 ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შეეცდება შეამციროს წყალმომარაგების შეზღუდვით გამოწვეული დისკომფორტი და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.