სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ კიდევ ერთხელ დაჯარიმებულ ბიძინა ივანიშვილსა დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვადა დღეს ეწურება. კახი კალაძეს კი უკვე ამოეწურა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კალაძის მიმართ იძულებითი აღსრულების პროცესი დაიწყო.
სადამდე შეიძლება გაგრძელდეს „ქართული ოცნების“ ლიდერების, მისი წევრების თუ შემომწირველთა გაუთავებელი დაჯარიმების პროცესი, კოალიციის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქმედებებმა უკვე დევნის სახე მიიღო.
„ამ პროცესმა დევნის სახე მიღო. ის ადამიანები, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ რაიმე სახით არიან დაკავშირებულნი, დევნას განიცდიან, ეს აღარ არის სამართალი“,-აცხადებს ქუცნაშვილი.
ზაქარია ქუცნაშვილს იმედი აქვს კოალიცის წევრების დევნის პროცესი არჩევნების დღეს-1 ოქტომბერს დასრულდება.
„ ეს დევნა კი არჩევნების დასრულებამდე ანუ 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება. 1 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ ხალხის მხარდაჭერით გაიმარჯვებს“,-აღნიშნავს ქუცნაშვილი.