სოციოლოგიური კომპანია GALLUP World-ის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველო ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო იუწყება.
კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოში მოქალაქეთა უსაფრთხოების განცდა სხვა ქვეყნების მონაცემებს აღემატება და ამ თვალსაზრისით მოწინავე პოზიციაზეა.
სამინისტროს ცნობით, კომპანიის მიერ 143 ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვა მოსახლეობაში უსაფრთხოების განცდას ეხებოდა.
მათივე ინფორმაციით, GALLUP World-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები ამყარებს „დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევის“ შედეგებს, რომელიც 2010, 2011 და 2012 წლებში ჩატარდა.