სააკაშვილი დღეს  რიკარდო მილიორს შეხვდება

სააკაშვილი დღეს რიკარდო მილიორს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკარდო მილიორს შეხვდება.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტის ბოლო დღეს კიდევ რამდენიმე შეხვედრას გამართავს. მათ შორის ის შეხვდება ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის თბილისის ოფისის ხელმძღვანელს, ლუის ნავაროს და არასამთავრობო ორგანიზაციების - „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა”, „სუფთა პოლიტიკა”, „ევროპული საქართველო” და „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ წარმომადგენლებს.

დღესვე, ეუთოს დელეგაცია პარტია ,,ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ და „ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენლებს შეხვდება. 
დღის მეორე ნახევარში კი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკარდო მილიორი შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან გამართავს. 

ეუთო-ს დელეგაცია თბილისში 19 აგვისტოს ჩამოვიდა და ვიზიტის ფარგლებში 20 აგვისტოს უკვე შეხვდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილს, საარჩევნო სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარეს მამუკა კაციტაძეს, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის წარმომადგენელს საქართველოში ნერმინ ნისიჩს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე, ტელეკომპანია „მეცხრე არხისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელებს.

 21 აგვისტოს კი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ შეხვედრები ოპიზიციისთან, უწყებათაშორისი კომისიის სამუშაო ჯგუფისა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან გამართა.