მინსკში ბონდო შალიკიანი ჩაცხრილეს

მინსკში ბონდო შალიკიანი ჩაცხრილეს

Apsny.ge-ს ინფორმაციით, მინსკში რევოლუციამდელი საქართველოს ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა ბონდო შალიკიანი მოკლეს. მასთან ერთად მოკლულია „კავკასიური გარეგნობის’ მამაკაციც.

შალიკიანი ერთ-ერთი გავლენიანი პიროვნება გახლდათ იმერეთში. ის ნავთობპროდუქტების ბიზნესს აკონტროლებდა და ტელეკომპანია „ქუთაისი“ მფლობელიც გახლდათ.

ის არაერთხელ დაუდანაშაულებიათ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს, მათ შორის იმერეთის ექს-გუბენრანტორსაც, კრიმინალურ სამყაროსთან თანამშრომლობაში.

2004 წელს ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბონდო შალიკიანი სპეცოპერაციის დროს დააკავეს. სამართალდამცავთა განცხადებით, მის სახლში სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს. სპეცოპერაციას მაშინდელი გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი ხელმძღვანელობდა. მაშინ ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების დეპუტატს პარლამენტის მანდატი ვერ დაიცავდა.