სამხედრო უწყებამ ბავშვთა სახლის დახურვით სახელმწიფო რეფორმას საფრთხე შეუქმნა

სამხედრო უწყებამ ბავშვთა სახლის დახურვით სახელმწიფო რეფორმას საფრთხე შეუქმნა

[Eurasianet.org  მოლი კორსო]

საქართველოს მთავრობის ამბიციური პროექტი, რომლის მიზანი ბავშვებზე სახელმწიფო მზრუნველობის დასრულება და მათი ოჯახურ გარემოში აღზრდის უზრუნველყოფაა, ადგილობრივი და საერთაშორისო ბავშვთა უფლებების დამცველებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა, თუმცა ბავშვთა სახლის დახურვის მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ (მის ადგილზე სამხედრო-საწვრთნელი ცენტრის უნდა განთავსდეს) გააჩინა შიში, რომ პროგრესული რეფორმების მიუხედავად, პოლიტიკური შეხედულებები კვლავ ბავშვთა უფლებებზე მაღლა დგას

საქართველოს ჯანდაცვის და თავდაცვის სამინისტროებს შორის შეთანხმების ფარგლებში, ივნისში დაახლოებით 60 ბავშვი დიღმის ბავშვთა სახლიდან თბილისის შემოგარენში გადაიყვანეს. ეს ნაბიჯი მოულოდნელი აღმოჩნდა ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისთვის, რომლებიც წუხან, რომ ბავშვები და მათი მშობლები ამისთვის მზად არ იყვნენ.

ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე არ ეთანხმება იმ აზრს, რომ ბავშვთა სახლის დახურვა წესების დარღვევით განხორციელდა, თუმცა ზოგიერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც რეფორმების განხორციელებაში მონაწილეობენ, გარკვეულ „უკმაყოფილებას“ გამოხატავდნენ – აღნიშნმა მან.

მინისტრი საკუთარ ამოცანას იმაში ხედავს, რომ ბავშვებზე სახელმწიფო ინსტიტუტების ზრუნვის პრაქტიკა უნდა დაასრულოს. მას მიაჩნია, რომ სახელმწიფო საბავშვო სახლები საქართველოს კომუნისტური წარსულის სამწუხარო მემკვიდრეობაა. ასეთი სისტემის პირობებში იმ ბავშვების უფლებები და საზოგადოებრივი როლი, რომლებსაც ხშირად მშობლები ჰყავთ, აბსოლუტურად ნიველირდება – ხაზგასმით აღნიშნავს ჩინოვნიკი.

ბავშვთა უფლებების დამცველ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ანდრია ურუშაძე ბავშვებზე ალტერნატიული ზრუნვის პროგრესული სისტემის დანერგვაზე მუშაობს. რეფორმებს, რომელსაც აქტიურად უჭერენ მხარს გაერო-ს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ქართველი პარტნიორები და ისეთი საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციები, როგორებიცაა EveryChild და Save the Children, გულისხმობს მშობლების მატერიალურ დახმარებას იმისთვის, რომ მათ ბავშვების აღზრდა დამოუკიდებლად შესძლონ, ასევე ბავშვების გაშვილებას ოჯახებში და ოჯახური ტიპის სპეციალურ სახლებში ბავშვებისთვის, რომლებიც საკუთარ ოჯახებში ვერ ბრუნდებიან.

ახალმა პროგრამამ სამინისტროს შესაძლებლობა მისცა დაეხურა 22 სახელმწიფო დაწესებულება, შეამცირა რა 2005 წლის შემდეგ სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების რიცხვი 5 ათასიდან 900-მდე. დღევანდელი დღისთვის, იმ სახელმწიფო სააგენტოს მონაცემებით, რომელიც კურირებს უპატრონო ბავშვთა სახლებს, ქვეყანაში სულ 23 ბავშვთა სახლი და ინტერნატი დარჩა.

ინტერნატების დახურვა და რეფორმები „ხორციელდება ჩვენ ფასეულობებთან და წარმოდგენებთან სრულ შესაბამისობაში და ბავშვების უფლებების დაცვით“ – აღნიშნა მინისტრმა ურუშაძემ EurasiaNet.org-თან ინტერვიუში.

უფლებადამცველი ორგანიზაციებს კი მიაჩნიათ, რომ დიღომში ბავშვთა სახლის დახურვასთან დაკავშირებული მოულოდნელი გადაწყვეტილება, პროცესის დაჩქარების გამო მისი პატარა მობინადრეების უფლებებს არღვევს. საბავშვო სახლში მცხოვრები 57 ბავშვი კვლავ ბილოგიურ ოჯახებში გაიგზავნა, ზოგიერთი მეურვე ოჯახებში ან სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში ასობით კილომეტრის მოშორებით და საკმარისი ფსიქოლოგიური მომზადების გარეშე.

ბავშვთა სახლის დახურვა ბავშვებისთვის „ტრამვად“ იქცა და ცხადყო მათი დაცვის საქმეში უფლებადამცველი ორგანიზაციების შეზღუდული შესაძლებლობები – ამბობს UNICEF-ის ოჯახისა და ბავშვთა საკითხების სპეციალისტი ნათია ფარცხალაძე. „სამწუხაროდ აღნიშნული ზომა არ იყო საკმარისად მომზადებული, ამ პროცესთან დაკავშირებულ არც ერთ პირს ინფორმაცია წინასწარ არ მიაწოდეს და პროცესში არ მონაწილობდნენ“ – ამბობს იგი.

ზოგიერთი ჩინოვნიკის და ბავშვთა უფლებების დამცველი ორგნიზაციის წარმომადგენლის მტკიცებით, ბავშვთა სახლის დახურვამდე არ ჩატარდა შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის ინდივიდუალური კონსულტაციები და ბიოლოგიური ოჯახების დახმარების პროგრამები.

იმის გამო, რომ მოსამზადებელი სამუშაოები არ გატარდა, ბავშვებისთვის გადაყვანა დამატებით სტრესად იქცა – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ბავშვების” ხელმძღვანელი და ბავშვების უფლებების დამცველი ჯაბა ნაჭყებია.

ბავშვთა დაწესებულებების დახურვის წესები გულისხმობს აქტიურ ურთიერთქმედებას სოციალურ მუშაკს, ბავშვებს და მათ ბიოლოგიურ ოჯახებს შორის, რათა შესაბამის დონეზე განხორციელდეს ბავშვის ალტერნატიული მეურვეობის ქვეშ გადაყვანა.

„ჩვენ ვიცოდით, რომ დიღომიც დაიხურებოდა, მაგრამ უცბად გავიგეთ, რომ დიღმიდან ბავშვები სხვა დაწესებულებაში ერთ დღეში გადაიყვანეს“ – ამბობს ჯაბა ნაჭყებია.

ჯანდაცვის სისტემაში აღნიშნული დაწესებულებების ხელმძღვანელი, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი კაკაჩია უარყოფს იმ ფაქტს, რომ დაწესებულება ნაჩქარევად დაიხურა ან პროცედურის დაცვის გარეშე, თუმცა აღიარებს რომ ყველა შემთხვევაში ხელისუფლებას დაწესებულება ზაფხულის ბოლომდე უნდა დაეხურა, რომ თავდაცვის სამინისტროს შენობის რემონტი დაეწყო.

მისი თქმით, დიღმის სახლის დახურვის გადაწყვეტილება აპრილში მიიღეს. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რეფორმების განხორციელების პროცესში მთავრობასთან თანამშრომლობენ ამტკიცებენ, რომ უწყებებს შორის შეთანხმების შესახებ მათთვის არავის უცნობებია, ისევე როგორც ბავშვთა სახლის ასე ნაჩქარევად დახურვის მოტივის შესახებ.

შენობის ნაწილი დღესაც 1992-93 წლებში აფხაზეთის ომის გამო დევნილ ოჯახებს უკავიათ და სამშენებლო სამუშაოების არანაირი კვალი არ შეინიშნება. თავდაცვის სამინისტრომ შენობასთან დაკავშირებულ შეკითხვას არ უპასუხა.

მინისტრი ურუშაძე ამტკიცებს, რომ საბავშვო დაწესებულების დახურვა ყველა წესის დაცვით მოხდა და რამდენიმე „კვირა“ დასჭირდა. სახელმწიფო ბავშვთა სახლის დახურვა „არაფერს ნიშნავს“ ბავშვებისთვის, „რომლებიც მთელ დღეს საკუთარ ოთახებში ჩაკეტილები ატარებენ“ – აღნიშნა მან.

საქართველოში ორგანიზაცია EveryChild-ის დირექტორი ანდრო დადიანი კი ფიქრობს, რომ ბავშვთა სახლის დახურვამ ბავშვების უფლებების უზრუნველყოფის გარეშე, შეიძლება ხაზი გადაუსვას მთელ იმ პოზიტიურ სამუშაოს, რაც სახელმწიფომ ამ მიმართულებით განახორციელა.

„მიმდინარე კამპანიას ძალიან პროგრესული ხაისათი აქვს, მთავრობა ამით ამაყობს და სამართლიანადაც. სწორედ ამიტომ ვწუხვართ ხოლმე ისეთი ნაჩქარევი ნაბიჯების გამო, როგორიც დიღმის ბავშვთა სახლის შემთხვევაში გადაიდგა“ – ამბობს ანდრო დადიანი – „რატომ უნდა გაანადგურო საკუთარი მიღწევები მსგავსი უყურადღებობით ბავშვების ინტერესების მიმართ?“

foreignpress