ფესტივალი „არტ-გენი“ რეგიონებიდან  თბილისში გადმოინაცვლებს(VIDEO)

ფესტივალი „არტ-გენი“ რეგიონებიდან თბილისში გადმოინაცვლებს(VIDEO)

ფესტივალი „არტ-გენი“ რეგიონებიდან თბილისში გადმოინაცვლებს. ეთნოგრაფიული მუზეუმი, დღეიდან 29 ივლისამდე  ფესტივალის მასპინძელი იქნება.

დედაქალაქის საფესტივალო პროგრამის ფარგლებში „არტ-გენი“ 9 დღის განმავლობაში 

თბილისელებსა და თბილისის სტუმრებს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს: ფესტივალზე წარმოდგენილნი იქნებიან როგორც ხალხური სიმღერის, ინსტრუმენტალური მუსიკის, ქორეოგრაფიის, ზეპირსიტყვიერებისა და რეწვის ოსტატები საქართველოს ყველა კუთხიდან, ასევე საქართველოში მოღვაწე ეროვნული უმცირესობები, სტუმრები კავკასიიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან (ლიტვა, საფრანგეთი, პოლონეთი, შოტლანდია, ინგლისი და სხვ), აფრიკასა და მადაგასკარიდან.

ფესტივალი მეცხრე წელია ტარდება და მას ყოველწლიურად თან სდევს ახალი აქტუალური თემა. „არტ-გენი 2012“-ის წლევანდელი დევიზია „გაუფრთხილდი ოჯახს“, რაც გულისხმობს ყველა ღირებული ოჯახური ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გაფრთხილებასა და თაობიდან თაობაზე გადაცემას.

ფესტივალის  რეგიონალურმა ტურმა  3 ივლისს კახეთში აიღო სტარტი და  საქართველოს რამდენიმე ქალაქში - ზუგდიდში, წყალტუბში, ჩოხატაურსა და ფოთში - ჩატარდა.

ფესტივალის პროგრამა და დამატებითი ინფორმაცია  შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: www.artgeni.ge