„ნაციონალური მოძრაობის“  ქცევის 4- წესი ოპოზიციურ პარტიებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ქცევის 4- წესი ოპოზიციურ პარტიებს

ნაციონალების დღეს  გაჟღერებული ინიციატივა, დღის ბოლოს ოფიციალური დოკუმენტით დასრულდა. მმართველმა პარტიამ ოპოზიციურ პარტიებს 4 პუნქტიანი დეკლარაცია  შესთავაზა ხელმოსაწერად.

  "from.ge დეკრალაციის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

"ჩვენ, ამ დეკლარაციის ხელმომწერი პარტიები, მიუხედავად არსებითი განსხვავებისა მრავალ საკითხთან დაკავშირებით, ვაღიარებთ თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი საარჩევნო პროცესების გადამწყვეტ მნიშვნელობას ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისათვის. ვაცნობიერებთ რა საარჩევნო პროცესის სამართლიანად წარმართვისათვის ძირითად საკითხებზე შეთანხმების აუცილებლობას, ვაწერთ ხელს წინამდებარე დეკლარაციას და საჯაროდ ვაცხადებთ:

1. უარს ვამბობთ ძალადობაზე საარჩევნო კამპანიის პროცესში, სხვა პარტიის კამპანიისა და აქციების ხელის შეშლაზე, მათ შორის, საკუთარი აქტივისტების მობილიზაციითა და პარალელური აქციების დაგეგმვით. უარს ვამბობთ აგრესიაზე ამომრჩეველთან შეხვედრისა და კომუნიკაციისას. უარს ვამბობთ ძალადობისკენ მოწოდებაზე და სიძულვილის ენის გამოყენებაზე უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებზე. მზად ვართ ვაწარმოოთ საგნობრივ დისკუსიაზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია.

2. უარს ვამბობთ ამომრჩევლის მოსყიდვაზე;

3. მზად ვართ განუხრელად დავიცვათ ცესკოს, არასამთავრობო ორგანიზაციების და უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვასთან დაკავშირებით;

4. ვიღებთ პასუხისმგებლობას, ცესკოს მიერ შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგების აღიარებაზე", - აღნიშნულია დეკლარაციაში.