ფრანსუა ოლანდის პირველი „ბასტილიის დღე“

ფრანსუა ოლანდის პირველი „ბასტილიის დღე“

დღეს საფრანგეთი ეროვნულ დღესასწაულს-„ბასტილიის აღების“ დღეს აღნიშნავს. ზეიმს საფრანგეთის პრეზიდენტის რანგში პირველად ესწრება ფრანსუა ოლანდი.

Euronews-ის ინფორმაციით, ზეიმის წინ ფრანგულმა მედიამ გამოკითხვის შედეგები დადო, აღმოჩნდა, რომ ფრანგების 56%-ი ოლანდით კმაყოფილია, თუმცა მისი რეიტინგი ბოლო ორი თვის განმავლობაში რამდენიმე პუნქტით დაეცა, რასაც  ფრანგული მედია ოლანდის მეგობარი ქალის ტვიტში გაკეთებულ განცხადებს უკავშირებს.

ზეიმი ტრადიციულად ელისეის მინდვრებზე სამხედრო აღლუმით დაიწყო. პრეზიდენტის წინ ჩაიარეს სამხედრო არმიამ, ტანკებმა, ცხენოსნებმა. წარუმატებელია აღმოჩნდა ფრანგი პარაშუტისტების დაშვება-ერთ-ერთი მათგანი ტრიბუნასთან ახლოს დაეშვა და მუხლი იტკინა. დღესვე ფრანსუა ოლანდი ავღანეთში დაღუპულ ჯარისკაცების ოჯახებს მოინახულებს.

„ბასტილიის აღების“ საზეიმო აღლუმი დღეს საღამოს ფიერვერკებით მარსის მინდორზე დასრულდება.