სააკაშვილი: გაკეთდება თბილისთან დამაკავშირებელი ახალი გვირაბი და ამისთვის ფული უკვე მოძიებული გვაქვს

სააკაშვილი: გაკეთდება თბილისთან დამაკავშირებელი ახალი გვირაბი და ამისთვის ფული უკვე მოძიებული გვაქვს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ყაზბეგის რაიონს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილმა 156 ნომრიანი ახლადგახსნილი სასტუმრო "რუმს ყაზბეგი" დაათვალიერა.

"მარტო ამ სასტუმროს გულისთვის აქ ასიათასობით რუსი ტურისტი გადმოვა. გაკეთდება თბილისთან დამაკავშირებელი ახალი გვირაბი და ამისთვის ფული უკვე მოძიებული გვაქვს. ყველაზე რთული გვირაბია, რაც საქართველოს არსებობის ისტრიაში აგვიშენებია, ოღონდ განსხვავებით როკის გვირაბისგან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რეალურად, მიმოსვლა რომ დაიწყება ძალიან გაუჭირდება რუსეთის მთავრობას ახალი ავანტიურა საქართველოში. იმიტომ, რომ იმდენი რუსი იქნება ნამყოფი და დარწმუნებული - ეს არის მშვიდობიანი ადგილი. მათი შეკავების და ურთიერთობის აღდგენის გზა არის ხალხებს შორის ურთიერთობა. ეს უკვე ინტენსიურად მიდის. რამდენჯერმე ვიყავი საზღვართან და ხელი ჩამოვართვი. უნდა ნახოთ რა რეაქცია აქვთ. არ არის იქ ხალხი ჩვენი მტერი. მთავრობა ყავთ ასეთ განწყობაზე, ისიც დროებით. მთავარია ხალხთან მჭიდრო ურთიერთობები შევინარჩუნოთ. ეს სასტუმრო ამის ძალიან მნიშვნელოვანი საწინდარია", _ აღნიშნა პრეზიდენტმა ახლად გახსნილი სასტუმროს დათვალიერებისას.

სასტუმროს მშენებლობაზე 200 სპეციალისტი იყო დასაქმებული, ამჟამად კი სასტუმროში 90-მდე ადამიანი მუშაობს. სასტუმრო "რუმს ყაზბეგი" ქართული ინვესტიციით აშენდა.