გორში „ქართული ოცნების“ წევრი ზაზა ადუაშვილი დააკავეს

გორში „ქართული ოცნების“ წევრი ზაზა ადუაშვილი დააკავეს

გორში პოლიტიკური კოალიცა „ქართული ოცნების“ წევრი ზაზა ადუაშვილი დააკავეს. ამის შესახებ  კოალიციის  პრესსამსახურში განაცხადეს. მათი ცნობით, ამ დრომდე გაურკვეველია თუ რა მიზეზით დააკავეს ადუაშვილი.

დაკავებული სავარაუდოდ გორის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. სავარაუდოდ, ადუაშვილიც კარალეთის ინციდენტთან დაკავშირებით დააკავეს.

სოფელ კარალეთის ინციდენტთან დაკავშირებით 5 პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია შსს-მ დღეს გაავრცელა.

„2012 წლის 11 ივლისს, სოფელ კარალეთში მოხდა ინციდენტი კოალიცია „ქართული ოცნების“ მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. სიტყვიერ შეურაცხყოფას მოყვა ფიზიკური შეხლა-შემოხლა. პოლიციის მიერ ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერის შესწავლის შედეგად იდენტიფიცირებულები და დაკავებულები არიან მომხდარ ფაქტში მონაწილე პირები: შენგელია ცოტნე, გოგიაშვილი კახა, ჯანეზაშვილი ვლადიმერი, გოჩაშვილი გიორგი.

გორის რაიონულმა სასამართლომ ხუთივე დაკავებულს მიუსაჯა 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა“, - ნათქვამია  განცხადებაში.

ამასთან, ცოტნე შენგელია კახი კალაძის დაცვის წევრია, კახა გოგიაშვილი და ვლადიმერ ჯანეზაშვილი - „ქართული ოცნების“ აქტივისტები, ლევან მაისურაძე და გიორგი გოჩაშვილი კი - კარალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებნი.