მაია ფანჯიკიძე: გორში „ქართული ოცნების“ აქცია მშვიდობიანად ჩატარდება

მაია ფანჯიკიძე: გორში „ქართული ოცნების“ აქცია მშვიდობიანად ჩატარდება

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით  გორში  „ქართული ოცნების“ აქციისთვის მზადება მიმდინარეობს.

მისი თქმით, გორის აქცია  ისეთივე მასშტაბური იქნება, როგორიც „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული წინამორბედი აქციები იყო.

„იქნება ძალიან საინტერესო პროგრამა, საინტერესო გამომსვლელები,  დასახელდებიან მაჟორიტარების კანდიდატები და ჩატარდება მშვიდობიანად.  ცუდი არაფერი მოხდება და ისეთივე კარგად ორგანიზებული იქნება, როგორიც ყველა წინა აქცია იყო“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

ცნობისთვის, კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო აქცია გორში, კომბინატის დასახლებაში დღეს, 19:00 საათზე გაიმართება.