ხელისუფლება ცდილობს დანაშაულის აღკვეთას  არა სამართლიანი არამედ,  ტაქტიკური პრინციპით მიუდგეს

ხელისუფლება ცდილობს დანაშაულის აღკვეთას არა სამართლიანი არამედ, ტაქტიკური პრინციპით მიუდგეს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“  წევრი, ადვოკატი ზაქარია ქუცნაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას კარალეთის დევნილთა დასახლებაში მომხდარი ინციდენტის შედეგად  ხუთი პიროვნების დაკავების შესახებ  და მათდამი  15 დღიანი პატიმრობის შეფარდებას უკანონოს უწოდებს და აცხადებს, რომ თანაფარდობასაც, თუ შევხედავთ  ვნახავთ, რომ დაკავებული ორი სამზეა.

„ამ თანაფარდობის მიხედვითაც მიხვდებით,  რომ ფაქტიურად,  ხელისუფლება ცდილობს არა სამართლიანი პრინციპით მიუდგეს დანაშაულის აღკვეთას არამედ,  ტაქტიკური პრინციპით,  სადაც უმრავლესობა  „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ისჯება,  ხოლო უმცირესობა თავდამსხმელების და ორგანიზატორების სახით. ადამიანს  მოგერიების უფლება აქვს  რა თქმა უნდა,  თავდასხმის დროსაც. რა გამოდის ახლა,  ადამიანებმა ქვებს რომ ესვრიან უნდა იდგნენ და თავი შეუშვირონ?“, -  განაცხადა ქუცნაშვილმა.

ქუცნაშვილი აღნიშნავს, რომ ადამიანებს კანონით არათუ საკუთარი თავის დაცვის უფლება სხვების დაცვის უფლებაც  აქვთ.

„ეს სისხლის სამართლის კოდექსით მონიჭებული უფლებაა. ვეღარ გავიგე ქვებს,  რომ გვესვრიან  თავი შევუშვიროთ და თავს რომ შევუშვერთ ისევ ჩვენ დაგვაკაონ?“,- აცხადებს ქუცნაშვილი.

შეგახსენებთ, სოფელ კარალეთის ინციდენტთან დაკავშირებით 5 პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია შსს-მ დღეს გაავრცელა.

„2012 წლის 11 ივლისს, სოფელ კარალეთში მოხდა ინციდენტი კოალიცია "ქართული ოცნების" მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. სიტყვიერ შეურაცხყოფას მოყვა ფიზიკური შეხლა-შემოხლა. პოლიციის მიერ ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერის შესწავლის შედეგად იდენტიფიცირებულები და დაკავებულები არიან მომხდარ ფაქტში მონაწილე პირები: შენგელია ცოტნე, გოგიაშვილი კახა, ჯანეზაშვილი ვლადიმერი, გოჩაშვილი გიორგი.

ასევე, დაკავებულია ლევან მაისურაძე, რომელმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სააგენტო „ინფო 9“ -ს ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილს.

გორის რაიონულმა სასამართლომ ხუთივე დაკავებულს მიუსაჯა 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.