ჯუდ ლოუ ახალი, მაჩოს იმიჯით(VIDEO)

ჯუდ ლოუ ახალი, მაჩოს იმიჯით(VIDEO)

ჰოლივუდის ინგლისელი მსახიობი, ქალთა გულთამპყრობელი ჯუდ ლოუ „საყვარელი ბიჭის“ იმიჯიდან  ნამდვილ მაჩოდ გარდაისახა, რამაც მასზე შეყვარებული ქალების რაოდენობა და ფინანსური შემოსავლები ერთდროულად გაზარდა. მსახიობი ახალი იმიჯით, Vogue Eyewear-ის სათვალეების სარეკლამო კამპანიაში გადაიღეს.

ჯუდი უკვე 40 წლისაა, მაგრამ დღემდე კარგავს განსაცვიფრებელი მომხიბვლელობასა და ქარიზმას.  მსახიობმა ამ ზაფხულისთვის იმიჯი კარდინალურად შეიცვალა, თმები „ნულზე“ შეიჭრა და  დაბალი წვერიც მოიხდინა.  მსახიობს ახალი იმიჯი ძალიან მოუხდა, ეს მისთვის, სასარგებლოც აღმოჩნდა. ჯუდი პირველი გამოჩენითანავე მიიწვიეს, სხვადსხვა, ბრენდების სარეკლამო კამპანიებში. მსახიობს, ეს ისედაც არ აკლდა, თუმცა ახალმა იმიჯმა შემოთავაზებათა რიცხვი გააორმაგა.

 ლოუ ცნობილი ბრენდის Vogue Eyewear-ს სარეკლამო სახე გახდა.  მსახიობი Vogue Eyewear-ისთვის, ცნობილმა გერმანელმა ფოტოგრაფმა პიტერ ლინბერგმა ლონდონში გადაიღო. პიტერი,  Giorgio Armani-ს Prada-ს, Calvin Klein-ს, Comme des Garçons-ს და სხვა ცნობილი ბრენდების სარეკლამო გადაღებების ხელმძღვანელია.