გაბაშვილი: მილიონერი კალაძისგან არ შეიძლება იმ ადამიანების ლანძღვა რომელთაც ომში ყველაფერი დაკარგეს

გაბაშვილი: მილიონერი კალაძისგან არ შეიძლება იმ ადამიანების ლანძღვა რომელთაც ომში ყველაფერი დაკარგეს

 საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის შეფასებით, საარჩევნო შეხვედრაზე არ შეიძლება 50-მდე კუნთმაგარი ზონდერის წაყვანა და პროვოკაციის მოწყობა. აღნიშნული კომენტარი გაბაშვილმა კარალეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, კარგია თუ ყველა პოლიტიკური პარტია საარჩევნო კამპანიას წყნარად და მშვიდად ჩაატარებს.

„როდესაც საარჩევნო შეხვედრაზე მიდიხარ არ შეიძლება თან წაიყვანო 50-მდე კუნთმაგარი ზონდერი, რომელიც იმისთვის არის ჩაყვანილი, რომ პროვოკაცია მოაწყოს. როდესაც ადგილობრივი მოსახლეობიდან რაღაც შეკითხვას დაგისვამენ და არ მოგეწონება, არ შეიძლება ამას გინება და შეურაცყოფა მოჰყვეს. მითუმეტეს, მილიონერი კალაძისგან არ შეიძლება იმ ადამიანების ლანძღვა და გინება, რომელთაც ომში ყველაფერი დაკარგეს. როდესაც ადამიანებს იმაზე ელაპარაკები, რაც მათ მხოლოდ ვლადიმერ პუტინისგან გაუგიათ, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ამაზე მოსახლეობა გაღიზიანდება და ამ გაღიზიანებას ფიზიკური დაპირისპირებით არ უნდა უპასუხო“, - განუცხადა გოკა გაბაშვილმა from.ge-ს.

კითხვაზე, კარალეთში კახი კალაძის დაცვა იყო ჩასული და არა ზონდერები, გაბაშვილმა ასე უპასუხა: „შეხედეთ ლურჯ მაისურებში გამოწყობილ ადამიანებს და რა სიტყვა გაგახსენდებათ,  არიან თუ არა ისინი ზონდერები? რა თქმა უნდა არიან“.