ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ქორწილში აიფეთქა

ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ქორწილში აიფეთქა

ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ქორწილში აიფეთქა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია  BBC ავრცელებს. BBC-ის  ინფორმაციით, ავღანეთის სამანგანის პროვინციაში ტერორისტმა თავი ქორწილში აიფეთქა , რომლის დროსაც 20 ადამიანი დაიღუპა, 40 კი მძიმე ჭრილობებით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. .

დაღუპულთა შორის ავღანეთის პარლამენტის წევრი და საველე მეთაური ახმად ხან სამანგანიცაა.