ბიძინა ივანიშვილი ჩარგალში ვაჟაობას დაესწრება

ბიძინა ივანიშვილი ჩარგალში ვაჟაობას დაესწრება

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს ჩარგალში ვაჟაობას დაესწრება.მისი თქმით, ის დუშეთსა და თიანეთშიც ჩავა.

 „ყველას გასაჭირს გავიზიარებთ. საქართველო ჩემი სამშობლოა და ამას ვერავინ ამიკრძალავს. თუ დროზე არ ვუპატრონეთ, შეიძლება ჩვენი სამშობლო ხელიდან გამოგვეცალოს“, - განაცხადა  ივანიშვილმა.