მით რომნის ობამას პროგრამის შეცვლისთვის დაუსტვინეს

მით რომნის ობამას პროგრამის შეცვლისთვის დაუსტვინეს

რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატს მით რომნის ჰიუსტონის აფროამერიკულმა მოსახლეობამ მას შემდეგ უსტვინა, რაც რომნიმ განაცხადა, რომ ის ობამას მიერ  წარდგენილ და მოწონებულ პროგრამას  „საყოველთაო დაზღვევის „ შესახებ, ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში მაშინვე შეცვლიდა.

საქმე იმაშია, რომ ჯანდაცვის ეს პროგრამა „საჯილდაო ქვად“ იქცა რესპუბლიკლეებსა და დემოკრატებს შორის და ექსპერტთა განცხადებით, შესაძლებელია მან საპრეზიდენტო არჩევნების  ბედიც გადაწყვიტოს.

რესპუბლიკლებმა, რომლებიც უმრავლესობას შეადგენენ წარმომადგენლობით პალატაში, პროგრამას მხარი არ დაუჭირეს, ხოლო სენატში, სადაც დემოკრატები უმრავლესობაში არიან, ობამას პროგრამა ერთხმად მოიწონეს.რესპუბლიკელების მტკიცებით, კი ეს პროგრამა სოციალური  გადასახადების  და მცირე საწარმოებისთვის ბიზნესგადასახადების გაზრდის ხარჯზე ამოქმედდება.

დღეისათვის ამერიკის მოსახლეობის აზრი „საყოველთაო დაზღვევასთან დაკავშირებით“ ორადაა გაყოფილი- ნაწილი მხარს ჭერს ობამას, ნაწილი „რესპუბლიკელებს“.