რუსთაველის თეატრის დასი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

რუსთაველის თეატრის დასი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

"რაღა არ განუცდია რუსთაველის თეატრის დასს თავისი არსებობის მანძილზე, ასეთი ერთსულოვანი კი იშვიათად ყოფილა. დღეს ყველა გაოგნებულია. საქმე უფრო ცუდად არის, ვიდრე ჩვენ გვგონია, მაგრამ რაც უნდა რთულ პერიოდში ვცხოვრობდეთ, არ უნდა დავკარგოთ ადამიანური სახე. ჩვენი ნებისმიერი საქციელი ადეკვატური, ვაჟკაცური და პრინციპული უნდა იყოს. ნუთუ ძნელი მისახვედრია, რა ხდება დღევანდელ საქართველოში, ჩვენს სამშობლოში. 2011 წლის 9 აგვისტო. რობერტ სტურუა აღარ არის რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - მოხსნეს. რას ნიშნავს ეს?

სტურუას სპექტაკლები - გაჯერებული სინათლით, სიკეთით, კაცთმოყვარეობით, სულიერებით, ნიჭიერებით, ხვალის იმედით, მაღალი გემოვნებით, ქვეყნის სიყვარულით, აღარ გვჭირდება? მოძველდა? უარს ვამბობთ ამ ფასეულობებზე?

არა, ბატონებო! ეს არ გამოვა! ჩვენთვის რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია!",- აღნიშნული რუსთაველის თეატრის დასის განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: გ. საღარაძე; კ. კავსაძე; ჯ. ღაღანიძე; თ. დოლიძე; ჟ. ლოლაშვილი; ზ. კვერენჩხილაძე; მ. კახიანი; ზ. ლებანიძე; დ. უფლისაშვილი; ლ. ხურცია; თ. ჭიჭინაძე; ზ. პაპუაშვილი; ლ. ფოფხაძე; ნ. კანტიძე; გ. ბარბაქაძე; ბ. ჩაჩიბაია; გ. გიორგაძე; მ. ჯანაშია; კ. ფურცელაძე; მ. შველიძე; ს. აბრამიშვილი; დ. პაპუაშვილი; ლ. ბერიკაშვილი ; ზ. პაპუაშვილი; ე. მოლოდინაშვილი; პ. გულიაშვილი; ი. სუხიტაშვილი; ზ. შარია; მ. გამცემლიძე ლ. ოგანეზოვი; მ. აბრამიშვილი; ი. სანაია; ტ. სარალიძე; ნ. მაყაშვილი; რ. მაყაშვილი; ნ. კასრაძე; ნ. არსენიშვილი; დ. დარჩია; ნ. ხუსკივაძე; გ. გველესიანი; ე. მინაშვილი; დ. კვირცხალია; ლ. ალიბეგაშვილი; მ. ჯინორია; ლ. ახალაია; ნ. ქაცარიძე; რ. ჩხაიძე. გ-ა. მესხიშვილი.