„ბურჯი“  და  „მენეჯმენტ სერვისი“    2 373 475 ლარით დაჯარიმდნენ

„ბურჯი“ და „მენეჯმენტ სერვისი“ 2 373 475 ლარით დაჯარიმდნენ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „ბურჯი“ და „მენეჯმენტ სერვისი“  კოალიცია  „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ უკანონო პოლიტიკური შემოწირულობის განხორციელებაში დაადანაშაულა,  უწყებამ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა და სასამართლოს გადასცა შესაბამისად,  თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს „მენეჯმენტ სერვისი“ და შპს „ბურჯი“ 2 373 475 ლარით დაჯარიმდნენ .

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული პროცესის შემდეგ კომპანიების ადვოკატმა კახნიაურმა აღნიშნა, რომ პროცესზე კომპანიების მიერ წარდგენილი არც ერთი მტკიცებულება და არც ერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

მისი თქმით მოსამართლე მხოლოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საჩივრით ხელმძღვანელობდა. ამასთან, კახნიაურის ინფორმაციით, კომპანიებმა დაკისრებული თანხა 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. ასევე, მათ აქვთ უფლება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 48 საათში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ.

ცნობისთვის, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ კიდევ ერთ პროცესზე შპს „ბურჯი“ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“  შემავალი პოლიტიკური პარტიებისთვის გაწეული სატრანსპორტო მომსახურეობისთვის დაჯარიმდა 8 644 000 ლარით.