ისინი „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები არიან, რომელთა მიზანიც არის ცეცხლის კერების გაღვივება და არა მშვიდობის დამყარება, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის ინტერესებში არ შედის, რომ საქართველოში მშვიდობა იყოს.
„ტრამპს რაც შეეხება, როცა უნდათ დასცინიან, როცა უნდათ ამერიკის პრეზიდენტია და აბა, რას უპასუხებთო, მერე ისევ დასცინიან და ა.შ. ეს არის ის რეალური სურათი, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ამ ლოკალურ ომის პარტიას, იგივე დედა ნაცმოძრაობას, არ აქვს ინტერესი საქართველოში მშვიდობის“, - აცხადებს მაჭარაშვილი.
ქართული ოპოზიცია ამერიკის პრეზიდენტს ისევ აკრიტიკებს, ამჯერად რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის გამო. ოპოზიციის ნაწილი დონალდ ტრამპს ბრიყვს უწოდებს, ნაწილი კი ალასკაში გამართული დახვედრის ცერემონიას - სამარცხვინოს.