„მწვანეთა პარტია“ ბოლნისში  ეკოციდთან დაკავშირებით არსებულ მასალებს გაავრცელებს

„მწვანეთა პარტია“ ბოლნისში ეკოციდთან დაკავშირებით არსებულ მასალებს გაავრცელებს

„მწვანეთა პარტია“ დღეს პრესკონფერენციას გამართავს, სადაც პარტიის გენერალური მდივანი, გიორგი გაჩეჩილაძე ბოლნისის რაიონში არსებულ ეკოციდთან დაკავშირებით ისაუბრებს.

პრესკონფერენციის თემა და სახელწოდება „ენერგეტიკის სამინისტრომ მადნეულის რუსულ მეპატრონეებს ბოლნისის მოსახლეობის მოწამვლის უფლება 13 მილიონად მიყიდა“ იქნება.

„მწვანეთა პარტიის“ ცნობით, პრესკონფერენციაზე გამოქვეყნდება ოფიციალური ხელშეკრულება ენერგეტიკის სამინისტროსა და მადნეულის მეპატრონოებს შორის, ასევე, დეტალური მასალები ბოლნისის რაიონში არსებულ ეკოციდთან დაკავშირებით.