ჯონდი ბაღათურია: ბატონო ვანო, პირადად თქვენ მფარველობდით გირგვლიანის  მკვლელებს

ჯონდი ბაღათურია: ბატონო ვანო, პირადად თქვენ მფარველობდით გირგვლიანის მკვლელებს

„ქართული დასის” ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ ვანო მერაბიშვილს სანდრო გირგვლიანის მკვლელობა გაუხსენა.

„ბატონო ვანო, მე თქვენ მკვლელობაში ბრალს ვერ დაგდებთ, მაგრამ პირადად  თქვენ მფარველობდით გირგვლიანის მკვლელებს, იმ ბანდიტებს რომლებმაც წამებით ამოხადეს სული 25 წლის ვაჟკაცს, რომელიც დაჩეხილი და გაყინული  იპოვეს ტყეში.

 გირგვლიანის მკლელებს 5 წელი მიესაჯა და 2 წელში გაათავისუფლეს. ეს მოხდა თქვენი და პრეზიდენტის პირადი მფარველობით“, – მიმართა ბაღათურიამ მერაბიშვილს. დეპუტატმა ასევე დაასახელა  რობაქიძის, ვაზაგაშვილის და გამცემლიძის მკვლელობის ფაქტები.

ბაღათურიამ მერაბიშვილის ბიოგრაფიიდან სხვა ფაქტებიც გაიხსენა და ფოტოსურათები წარმოადგინა.  

„ეს არის ვანო მერაბიშვილი რუსთაველზე ნიღბით,მას შემდეგ რაც საკუთარი ხალხი მოწამლეს და დაარბიეს“, - აღნიშნა ბაღათურიამ და 26 მაისს დარბეული და ნაწამები ხალხის სურათებიც ააფრიალა.

„მერაბიშვილის ბეგრაუნდი არის პოლიტიკური პოლიციის შექმნა, რომელიც „მიშა, მიშას“ გაიძახის სრულიად სამარცხვინოდ“, - აღნიშნა ბაღათურიამ.   

მანვე საკაშვილისა და ლუკაშენკოს ფოტოსურათიც აჩვენა მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებს.

„ეს არის ევროპის უკანასკნელ დიქტატორთან ლუკაშენკოსთან ერთად გადაღებული სურათი. იქ ბევრი ევროპელი ლიდერი იყო, მაგრამ არც ერთმა არ ისურვა ხელის ჩამორთმევა და მასთან დაჯდომა. ფოტოზე ჩანს, როგორ ბედნიერად გრძნობს თავს ლუკაშენკო და სააკაშვილი“, - აღნიშნა ბაღათურიამ.

კიდევ ერთი ბრალდება, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ვანო მერაბიშვილს წაუყენა საერთაშორისო ტრეფიკინგს შეეხება.

„პოლიცია ხელს უწყობს საერთაშორისო ტრეფიკინგს და მის აყვავებას აჭარაში. ისინი სუტინიორობით არიან დაკავებული. ეს დაადასტურა აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის განცხადებაში“, - აღნიშნა ბაღათურიამ.