რამაზ საყვარელიძე: სააკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის სკამი სხვას გამოუთავისუფლა

რამაზ საყვარელიძე: სააკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის სკამი სხვას გამოუთავისუფლა

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრად ძალოვანი უწყების მინისტრის ვანო მერაბიშვილის დანიშვნას, მისთვის თავისუფლების შემცირების ხარისხით ხსნის.

„არჩევნებამდე დარჩენილი დრო იმდენად მცირეა, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტს მაქსიმალური მუშაობა და შედეგების მღება არ გამოუვა, ერთადერთი რაზეც ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, არის ის, რომ  პრეზიდენტ სააკაშვილს ეს დასჭირდა იმისთვის, რომ  ძალოვანი მინისტრის სკამი მან გამოუთავისუფლა ვინმე სხვას. მერაბიშვილის დაქვეითება არ გამოვიდოდა იმიტომ, რომ მას დიდი ავტორიტეტი აქვს ძალოვანებშიც და საზოგადოებაშიც და ამიტომ გადაიყვანა იმ თანამდებობაზე, სადაც თავისუფლების ხარისხი ძალიან მცირეა. გვახსოვს ჩვენ პრემიერმინისტრების მდგომარეობა საქართველოში, ისინი პრაქტიკულად პრეზიდენტის თანაშემწეების როლს ასრულებდნენ. აქედან გამომდინარე, მერაბიშვილი ამ როლში უფრო დაქვემდებარებული იქნება, ვიდრე პრემიერმინისტრის პოსტზე. მითუმეტეს ძალოვან სტრუქტურებთან მას არანაირი კავშირი არ ექნება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“,-აცხადებს საყვარელიძე.