ვანო მერაბიშვილმა პრემიერის პოსტზე ნიკა გილაური ჩაანაცვლა

ვანო მერაბიშვილმა პრემიერის პოსტზე ნიკა გილაური ჩაანაცვლა

საქართველოს მთავრობას დღეიდან ვანო მერაბიშვილი უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გაახმიანა. მიხეილ სააკაშვილმა განცხადება ამის შესახებ პრეზიდენტის სასახლეში გააკეთა.

სად გადაიყვანენ აწ უკვე ყოფილ პრემიერ ნიკა გილაურს ან, ვინ დაინიშნება შს მინისტრად ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია. 

ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს 2004 წლის 31 დეკემბრიდან 2012 წლის 30 ივლისამდე ხელმძღვანელობდა. ნიკოლოზ გილაურს პრემიერ-მინისტრის პოსტი 2009 წლის 6 თებერვლიდან დღემდე ეკავა.