Foreign Policy სიუზენ გლასერი
ხოსნი მუბარაქის ფოტო სასამართლოს დარბაზში, თითქოს ერთი შეხედვით ეს გახლავთ ყველაზე ნათელი ვიზუალური სიმბოლო რევოლუციური ცვლილებებისა, წერს Foreign Policy–ს ფურცლებზე ჟურნალის მთავარი რედაქტორი. „მაგრამ ჩემი თავიდან არ გამოდიოდა პუტინი. სანამ ახლო აღმოსავლეთი ცდილობდა გაეაზრებინა ის ფაქტი, რომ მისმა ყოვლისშემძლე მმართველებმა უსწრაფესი მარცხი განიცადეს, პუტინის გონება ამ დროს დაკავებული იყო ფიქრით, როგორ დაბრუნებულიყო პრეზიდენტის პოსტზე. იგი პოზირებდა ნახევრადშიშველ გოგონებთან და ლანძღავდა აშშ–ს მსოფლიო ეკონომიკის პარაზიტირებისათვის“, წერს ავტორი, უწოდებს რა პრემიერის გამონათქვამს „ამონარიდს საბჭოთა სცენარიდან.“
რევოლუცია ყოველთვის ვერ აღწევს იმ შედეგს, რისთვისაც ის იწყება. „20 წლის წინ საბჭოეთში იყო საკუთარი „არაბული გაზაფხული“: ახალგაზრდობა, დემოკრატია, ოპტიმისტური იმედები, ცენტრალური დაგეგმარებიდან და უშიშროებაზე შეშლილი სახელმწიფოს უხეში ხელიდან განთავისუფლება, წერს გლასერი. მაგრამ უკვე 10 წელზე მეტია რუსეთს მართავს პუტინი, ყოფილი სუკ–ის, ყოფილი პოლკოვნიკი.
პუტინი საბჭოთა სისტემის დაშლას, მე–20 საუკუნის გეოპოლიტიკურ კატასტროფას უწოდებს. ავტორის აზრით ეს ფრაზა დღს კარგია გავიხსენოთ ახლო აღმოსავლური რევოლუციების ფონზე, რუსეთის კონტექსტში „რომელმაც შეინარჩუნა მისი სიდიდის შესაბამისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, სადაც ნავთობისა და გაზის კოლოსალური მარაგებია, სტრატეგიული ადგილმდებარეობა, ბირთვული რაკეტები და გაერო–ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრობა ვეტოს უფლებით, ძალიან წონადი არგუმენტებია, რომ მისი იგნორირება შეიძლებოდეს“. მაგრამ ავტორი თვლის რომ რუსეთი არ მიდის მიზანმიმართული კურსით, ის მხოლოდ დრეიფის მდგომარეობაშია. რაც შეეხება სსრკ–ს ყოფილ რესპუბლიკებს, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, Freedom House–ის რეიტინგში ვერცერთმა ვერ აიწია „ნახევრად თავისუფალი“ სტატუსის ზევით. ამ ქვეყნებში არჩევნები ფიქციაა, ხოლო ეკონომიკა მთლიანად სანედლეულოა, ან იმყოფება კატასტროფულ მდგომარეობაში.
„ რევოლუცია რომელმაც ისინი ამ დღემდე მიიყვანა, არა მხოლოდ არაპოპულარულია, არამედ გაგებულია ძალზე გამრუდებულად“, წერს ავტორი. დასავლეთი საბჭოთა კავშირის დაშლას აღიქვამს, როგორც ნაბიჯს თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ, რომელიც დროთა განმავლობაში შობს ღია საზოგადოებას. „მაგრამ რუსები, ისინიც კი, ვინც ძალზე აქტიურად ემხრობოდა რევოლუციას, აფასებენ ამ მოვლენას სულ სხვაგვარად“, ფიქრობს გლასერი.
მაგალითად, გენადი ბურბულისი, ელცინის უახლოესი მრჩეველი, რომელმაც ცოტა ხნის წინ, Foreign Policy–თვის დაწერილ სტატიაში აღნიშნა, რომ პუტჩი იყო პოლიტიკური ჩერნობილი საბჭოთა ტოტალიტარული იმპერიისთვის– გააბნია რა რადიოაქტიური ნარჩენები საბჭოების ქვეყანაში და დაასამარა დემოკრატიული რუსეთის პერსპექტივები მანამ, სანამ ის საერთოდ გაჩნდებოდა“.
„ამავე დროს ჩვენ ყველა უნდა დავფიქრდეთ, რუსული რევოლუცია რატომ მოხდა ზუსტად იმ მომენტში“, აგრძელებს ავტორი, ამტკიცებს რა, რომ ეს ამბავი რჩება გამოცანად. როგორც ექსპერტმა ლეონ არონმა დაწერა თავის სტატიაში „ ყველაფერი რაც თქვენ გგონიათ იცით, რატომ დაეცა საბჭოთა კავშირი– მართალი არ არის“, კომუნისტური რეჟიმი დაღუპა არა რეიგანმა, არა ნავთობზე დაბალმა ფასებმა, არა ავღანეთის ომმა– მისი მამოძრავებელი ძალა იყო „ინტელექტუალური და ზნეობრივი მისწრაფება პატივისცემისა და ღირსებისათვის.“
„მაგრამ დღვანდელი სიტუაციისათვის მნიშვნელოვანია რა მოხდა შემდეგ“, მიაჩნია სიუზენ გლასერს. არონმა აღნიშნა: როცა რევოლუცია პროვოცირებულია ზნეობრივი მოსაზრებებით, დემოკრატიული ინსტიტუტები ფესვებს ღრმად ვერ იდგამენ და არ შეუძლიათ გამოკვებონ დემოკრატია საზოგადოებაში, რომელსაც არა აქვს ტრადიცია ხალხის თვითორგანიზაციისა და თვითმართველობის. „ამიტომ პუტინიზმი აღმოჩნდა ასეთი პოპულარული(არა მარტო რუსეთში), როცა რევოლუციიდან 10 წლის შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა ყოფილი მზვერავი, მან დაიფიცა კვლავ ექცია რუსეთი „დიად დერჟავად“, ასკვნის ავტორი.
გადასცე ძველი დიქტატორი სასამართლოს გაცილებით მარტივია, ვიდრე წინ აღუდგე იმ პირობების შექმნას, რომელიც ახალს წარმოშობს, გვაფრთხილებს არაბ აქტივისტებთან დაახლოებული ჟურნალისტი. მაგალითად, დღეს ეგვიპტეში სახეზეა დაპირისპირება სტუდენტ– რევოლუციონერთა დროებითი მთავრობის გენერლებთან, ეკონომიკა კი ამ დროს ნანდრევებშია, არსებობს რელიგიათაშორისი დაპირისპირება და ა.შ.
რაც შეეხება რუსეთსა და ყოფილ საბჭოეთს, ავტორი გვამცნობს, რომ არონმა ცოტა ხნის წინ მათი პერსპექტივები ოპტიმისტურად შეაფასა. საფრანგეთს დაჭირდა 50 წელი, რომ დაბრუნებოდა 1789 წლის რევოლუციის იდეალებს. „საბჭოეთის ნგრევიდან კი მხოლოდ 20 წელი გავიდა“.