[რეზონანსი, ლანა ბერიძე]
თბილისის საქალაქო სასამართლომ მხატვართა კავშირისთავმჯდომარის არჩევნების შედეგები გააუქმა, რომლის შედეგადაც, ამ პოსტზე 2011 წლის 12 თებერვალს გია ბუღაძე აირჩიეს. გია ბუღაძე სასამართლო გადაწყვეტიელბით კმაყოფილია, რადგან ფიქრობს, რომ ამით ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი იმ ხმებს, რომ „ხელისუფლების კაცია“. შემოდგომაზე კი სამხატვრო აკადემიის რექტორის პოსტსაც დატოვებს. „რეზონანსთან“ საუბრისას ადასტურებს, რომ მას და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებას აქვს ადგილი და მომავალი რექტორის ვინაობაზე სერიოზული აზრთა სხვდასხვაობაა.
მხატვრათა კავშირის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ სასამართლოში სარჩელი თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, მხატვარმა გურამ ცერცვაძემ შეიტანა. გია ბუღაძის თქმით, ცერცვაძე არის ადამაინი, რომლის გუნდის მმათველობის დროსაც მხატვართა კავშირში ვალები დაგროვდა და ორგანიზაცია დაყადაღებამდე მივიდა. გურამ ცერცვაძე კი „რეზონანსთან“ საუბრისას ბუღაძის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ვალები ძველი ხელმღვანელობის დროს დაგროვდა და ის არაფერ შუაშია.
გადაწყვეტილება მხატვართა კავშირის თავმჯდომარეობის დავასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ასმათ კოხრეიძემ გუშინ გამოაცხადა. გურამ ცერცვაძე სარჩელის თანახმად არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და არჩევნებში მისი კანდიდატურის გამარჯვებულად გამოცხადებას ითხოვდა. მოსამართლემ სარჩელის მხოლოდ პირველი ნაწილი დააკმაყოფილა.
„საქმის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ არჩევნები ჩატარდა პროცედურული საკითხების დარღვევით. კერძოდ, გია გუგუშვილს არ ჰქონდა უფლება მის სასარგებლოდ მიცემული ხმები გია ბუღაძისთვის დაეთმო, რაც გახდა ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი,“ - განაცხადა ასმათ კოხრეიძემ.
შეგახსენებთ, რომ მხატვართა კავშირის მე-15 ყრილობამ 2011 წლის 12 თებერვალს კავშირის თავმჯდომარის არჩევნები ჩაატარა. 131 ხმა მიიღო გია ბუღაძემ, 134 ხმა გურამ ცერცვაძემ, გია გუგუშვილმა კი - 7 ხმა. თუმცა, გია გუგუშვილმა საკუთარი ხმები დაუთმო გია ბუღაძეს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი კავშირის ახალ თავმჯდომარედ გამოცხადდა.
ბუღაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ მისთვის ეს გადაწყვეტილება მისაღებია, რადგან „სკამზე ჩამოკიდებული ადამიანი არ არის“.
ბუღაძის თქმით, მისი თავმჯდომარეობის დროს კავშირის მმართველმა გუნდმა მოახერხა ქონებისთვის ყადაღის მოხსნა და წლების განმავლობაში დაგროვილი 300-ათასიანი ვალის გადახდა.
„ვეთანხმები მოსამართლის გადაწყვეტილებას, ბოლოს და ბოლოს დალაგდება სიტუაცია კავშირში - ჩატარდება მეორე ტური და ახალი თავმჯდომარეც აირჩევა. ამ ხნის განმავლობაში რაც გავაკეთეთ ის არის, რომ ყადაღა შევაჩერეთ, კავშირს ვალებიც აღარ აქვს, სწორედ ის ვალები და ყადაღა, რომელიც სწორედ გურამ ცერცვაძემ დააგროვა და აკიდა კავშირს. ეს არის ადამიანი, რომელმაც მოიპარა ქონება და მას ახლა უნდა თავმჯდომარეობა. მე ხელისუფლების ინტერესების დამცველად მოვიაზრები, მაგრამ ახლა ხომ დარწმუნდა ყველა, სახელმწიფოს რამე ინტერესი რომ ჰქონოდა, მხატვრები ასეთ საშინელ დღეში არ იქნებოდნენ“, - განუცხადა „რეზონანსს“ გია ბუღაძემ.
მისივე განმარტებით, გურამ ცერცვაძე კავშირის ფინანსური სამსახურის ხელმძღვანელი თითქმის ცხრა წლის მანძილზე იყო.
„ის პერიოდია, როცა ქონება დაყადაღდა და ვალები აიკიდა ამ უბედურმა კავშირმა. თუ საიდან დაგროვდა ამდენი ვალი, მას უნდა ჰკითხოთ, თუ როგორ მოახერხა და როგორ ივაჟკაცა“.
რაც შეეხება ხელახალ არჩევნებს, ბუღაძის განცხადებით, ამას კავშირის გამგეობა მომდევნო ერთი თვის განმავლობაში მოამზადებს. კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნებში, მას ცალსახა პასუხი არ აქვს.
„ჩიტი ბრდღვნად არ მიღირს. როცა ადამიანები ვერ ხედავენ, ვინ არის თაღლითი, ვის რა უნდა ეჭიდაო?! ჯერ ნამდვილად არ ვიცი, მივიღებ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში“.
გურამ ცერცვაძე ბუღაძის ბრალდებებს უარყოფს.
„ახლა ამბობს ამას გია ბუღაძე? კი ბატონო, იყო დავალიანება მხატვართა კავშირში, მაგრამ ეს იყო წლების განმავლობაში არასწორი მუშაობის შედეგად დაგროვილი ვალები. ზოგ შემთხვევაში ნამდვილად იყო მიტაცებული თანხები, მაგრამ იმ ხალხმა ვინც ეს გააკეთა, ანუ ყოფილმა დირექტორებმა პასუხი აგეს ამაზე. შავი პიარი უნდა გააკეთოს ბუღაძემ, მე უნდა დამაბრალოს ყველაფერი, ასე ხომ არ შეიძლება? მთელმა საზოგადოებამ იცის, რა გავაკეთე, როგორ გავაკეთე, როგორ გავისტუმრე სხვის მიერ დაგროვილი ვალები - რა შუაში ვარ მე? ასე ბევრი რამის დაბრალება შეიძლება, მაგრამ ეს გადმობრალება გია ბუღაძეს არ ამართლებს.
„რეზონანასი“: გია ბუღაძე ამბობს, რომ მან მხატვართა კავშირში მისვლის მერე თქვენი მმართველობის პერიოდში დაგროვილი ვალები გაისტუმრა..
გ.ც: ტყუილია. ეს არის დემაგოგია. შემიძლია დოკუმენტები გაჩვენოთ ჩემი ხელმოწერით თუ ვინ და რა პერიოდში გასტუმრა ეს ვალები. გია ბუღაძემ შეიძლება ბევრი რამე თქვას, მას ძალიან დიდი იმედებიც ჰქონდა ზოგზოგიერთების მხარდაჭერის, არ მინდა ახლა ვთქვა ვისიც, მაგრამ სად გამოჩნდა ეს მხარდაჭერა? მან განიცადა კრახი, როგორც სამხატვრო აკადემიაში, ისე მხატვართა კავშირში. რაც ის მოვიდა მხატვართა კავშირში ერთიმინშვნელოვანი ღონისძიება არ ჩაუტარებიათ, სტაგნაციაში შეიყვანა ორგანიზაცია. მე მაგას ბევრი საშუალება მივეცი, რომ თავი გამოეჩინა და ღირსეულად ემუშავა თუკი ამის გამეკთებელი იყო და თუ ვინმეს მხარდაჭერა ჰქონდა ქვეყანაში, თქვენც მიხვდები ვის ვგულისხმობ..
„რ“: ხელისუფლების მხარდაჭერას გულისხმობთ?
გ.ც: დიახ, ის ფიქრობდა, რომ პრეზიდენტის მხარდაჭერა ჰქონდა, პარლამენტის, პრემიერის, ამით მანიპულირებდა. მან მანტია მოისხა, მოატყუა ხალხი და მხატვრები, რომ ხელისუფლება უჭერდა მხარს და გურამ ცერცვაძეს არავინ არ დაუჭერდა მხარს. ეს არის არასამთვრობო ორგანიზაცია, მხატვართა კავშირი არის აპოლიტიკური ორგანიაზაცია და რა შუაშია, ვინმეს მხარდაჭერა?! ის თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი პოლიტიკისაგან. მხარდაჭერა თუ უნდა ხელისუფლებას, მხატვრებს უნდა დაუდგნენ მხარში და არა პიროვნებებს. ბუღაძე ამ მანტიით იყო მოცული და მის ირგვლივ ორი-სამი კაცი კიდევ, თითქოს ხელისუფლების მხარადჭერა ჰქოდნათ. დღეს არავინ არ მოვიდა სასამართლოზე, ისვეე როგორც მხატვართა კავშირში არ მიდის არცერთი მათგანი.
„რ“: არჩვენების მეორე ტურში მოანიწლეობას აპირებთ?
გ.ც: რა თქმა უნდა. ამას აპირებს ის გუნდი და – ის მხატვრები, რომელბიც ჩემს გვერდით დგანან და კანონის გვერდით. ვნახოთ, რა იქნება.
მართალია, საბოლოოდ გადაწყვეტილი არა აქვს, მაგრამ გია ბუღაძეც, სავარაუდოდ, არჩევნებში კენჭს იყრის.
გია ბუღაძე: თუ ჩემი კოლეგები გვერდით დამიდგებიან და მოითხოვენ, რომ მე ვიყო ისევ თავმჯდომარე, ვიყრი ჯენჭს, თუ არადა სკამზე მიწებებული არ ვარ ნამდვილად. მითუმეტეს, კავშირში უმძიმესი პირობებია ჯერ კიდევ. მართალია ვალები აღარ გვაქვს და ეს პირველ რიგში ჩვენი მუშაობის შედეგია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შემოსავალი გვაქვს. მხატვართა კავშირს განვიხილავდი ისეთ ორგანიზაციად, რომელიც ჰარმონიულ ურთიერთობაში უნდა იყოს სამხატვრო აკადემიასთან. ახლა უკვე რამდენადაც ვხედავ, ეს ურთიერთობაც აღარ გამოდის. ამიტომ დავკარგე აქ დარჩენის ინტერესი.
მაგრამ ვიმეორებ, თუკი ჩემი მეგობრებიდან მხადაჭერა და სურვილი იქნება, შეიძლება დავფიქრდე, რომ მეორე ტურშიც მივიღო მონაწილეობა. გულწრფელად გეუბნებით, თქვენი გაზეთის მიმართ ჩემი დიდი პატივისცემიდან გამომდინარე, რომ არ ვისურვებდი კიდევ აქ ყოფნას. თუმცა, 4-5 თვეში რაც ჩვენ გავაკეთეთ, ამის არდანახვა არ შეიძლება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ გურამ ცერცვაძე არის ადამიანი, რომელიც ხელოვნებასაც ადამიანები არ იცნობენ. საინტერესო ფაქტია, რომ მხატვართა კავშირის თავმჯდომარედ უნდათ ადამიანი, რომლის შემოქმედებაც და მხატვრობაც არავინ იცის.
„რეზონანსი“: გარდა მხატვართა კავშირის თავმჯდომარეობისა, ჩვენი ინფორმაციით, გამომდინარე იქედან, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლების ქმედებებს აკრიტიკებთ, მალე სამხატვრო აკადემიის რექტორიც აღარ იქნებით...
გ.ბ: უბრალოდ ვადა გამდის სამხატვრო აკადემიაში. ჩემი მეორედ არჩევის ვადაც იწურება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობდი ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი შემცვლელი, რადგან ძალიან დიდი საქმე ვაკეთეთ აკადემიაში ამ 8 წლის განმავლობაში, რაც რექტორი ვარ. ბუნებრივია, მე ჩემი ხედვა მქონდა თუ ვინ უნდა ყოფილიყო ჩემს შემდეგ რექტორად. თუმცა, ჩემი ხედვა სამწუხაროდ არ ემთხვევა ხელისუფლების გარკვეული წრეების აზრს. თუ ამას ჩავთვლით დაპირისპირებად, ჩათვალეთ, რომ ეს დაპირისპირება ნამდვილად არის. ჩემი კანდიდატურა არის სხვა და ხელისუფლების - სხვა.
„რ“: იქნებ დაგვიკონკრეტოთ კანდიდატურების ვინაობა.
გ.ბ: ჩემს კანიდატურას არ გეტყვით, ნუ ჩავაქოლინებთ იმ ადამიანს. რაც შეეხება ხელისუფლების კანიდატურას, ეს არის გოგი ალექსი-მესხიშვილი, რომელიც 71 წლისაა. მისი ასაკი გადაცილებულია ყველანაირ ზღვარს ამ პოსტზე, თუმცა ახლა კანონი შეცვალეს და მოარგეს მის ასაკს. ამ კაცმა საერთოდ არაფერი იცის, რა ხდება აკადემიაში, არც ტენდენციებზე, არც მიმდინარეობებზე, საერთოდ რა ხდება აქ, წარმოდგენა არა აქვს.
თუმცა, რადგან ხელსუფლებას უნდა ის, მე რა თქმა უნდა ხმას არ ამოვიღებ. ეს სახელმწიფო ორგანიზაციაა. ამ შემთხვევაშიც, როგორც ყოველთვის კანონმორჩილი ვიქნები. როგორც ჩანს, ჩემგან რჩევები არ ჭირდება ხელისუფლებას, სამწუხაროდ. კარგი იქნებოდა ყურს თუ დამიგდებდნენ. ჩემი კანდიდატურა უნიკალურია, ის ჩემთან ერთად 5 წელია იბრძვის აკადემიაში და რეალურად მან ძალიან ბევრი რამე გააკეთა.
„რ“: როგორ ფიქრობთ, რატომ არ გისმენთ ხელისუფლება, თქვენი კრიტიკის გამო ხომ არა?
გ.ბ: მე ყოველთვის ასეთი ვიყავი. არასოდეს ვუკმევდი ხელისუფლებას გუნდრუკს უაზროდ. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ რაღაცაში მართლები იყვნენ და რაღაცაში - არა. ბევრი, ძალიან ბევრი ყოფილი რექტორი მინახავს და კიდევ უფრო მეტი ყოფილი მინისტრი. როდესაც ადამიანი აღარ იქნება მინისტრი და რექტორი, რა იქნება უფალმა უწყის, მაგრამ მე როდესაც აღარ ვიქნები რექტორი, მაინც მხატვარი ვიქნები და გია ბუღაძე ყოველთვის. შესაბამისად, არაფრის მეშინია, რადგან თანამდებობის დაკარგვა ჩემთვის არაფერს ნიშნავს. 8 წლის განმავლობაში ძალიან დიდი საქმე გავაკეთეთ აკადემიაში. ელემენტარულად სიღარიბის ზრვარზე მყოფი უმაღლესი სასწავლებელი საერთაშორისო რანგზე ავიყვანეთ და 29 უმაღლეს სასწავლებელთან გვაქვს დასავლეთსა და აღმოსავლეთში ურთიერთობა. უამრავი გაცვლითი პროგრამა ხორციელდება და არ მინდა ეს ყველაფერი წყალში ჩაიყაროს.
„რ“: როდის იწურება თქვენი რექტორობს ვადა?
გ.ბ: შემოდგომაზე.
„რ“: დარჩებით თუ არა აკადემიის თანამშრომლად?
გ.ბ: თუ ძალიან არ დამიპირისპირდება მომავალი ხელმძღვანელობა... გამომდინარე იქიდან, რომ ახალი ხელმძღვანელობის წინააღმდეგი ვარ, ამას ნამდვილად ველოდები. თუმცა, მე მისი პიროვნების წინაღმდეგი კი არ ვარ, იმიტომ ვარ წინააღმდეგი, რომ ამ კაცმა არ იცის საქმე და 60-იანი წლების ბოლოშია ჩარჩენილი.