მომხიბვლელი ესპანელი მსახიობი პენელოპა კრუზი რიდლი სკოტის ახალ ფილმში ითამაშებს. ფილმის სახელწოდებაა „კონსულტანტი“ და სამსახიობო ჯგუფში კრუსის გარდა, შედიან მსახობები: მაიკლ ფასბინდერი, ბრეტ პიტი, კამერონ დიასი და პენელოპა კრუსის მეუღლე, ხავიერ ბარდემი. ისინი ერთად მონაწილეობდნენ ვუდი ალენის ფილმში „ვიკი, კრისტინა, ბარსელონა“(2008). პენელოპა კრუსის ბოლო ფილმი აგრეთვე, ვუდი ალენის რომანტიული კომედია „სიყვარულით რომში“ იყო (2012).
გარდა ამისა, პენელოპა ამ ზაფხულს მონაწილეობას მიიღებს პედრო ალმოდოვარის ფილმში Los Amantes Pasajeros.
რიდლი სკოტის „კონსულტანტის“ სცენარის ავტორია კორმაკ მაკარტი, ავტორი რომანებისა „მოხუცების ადგილი აქ არ არის“ და „გზა“, პიესის - „ღამის ექსპრესი“ და ა.შ.
2008 წელს მაკარტის წიგნის, ძმები კოენებისეულმა ეკრანიზაციამ - „მოხუცები“ კინოხელოვნების უმაღლესი ჯილდო „ოსკარი“ მოიპოვა.