ნეთანიაჰუ აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციაზე:

ნეთანიაჰუ აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციაზე: "მე გავეცი მითითება, რომ არავინ არის ხელუხლებელი, ომის დროს სიტყვები სიფრთხილით, მოქმედებები კი სიზუსტით უნდა შეირჩეს"

დღეს, ირანის მიერ რაკეტის დარტყმის შემდეგ, სოროკას სამედიცინო ცენტრის დათვალიერებისას, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ირანის უზენაეს ლიდერ აიათოლა ალი ხამენეიზე დარტყმას.

"მე გავეცი მითითება, რომ არავინ არის ხელუხლებელი. მირჩევნია, თავი ავარიდო ხმაურიან განცხადებებს, ომის დროს სიტყვები სიფრთხილით, მოქმედებები კი სიზუსტით უნდა შეირჩეს,"- აცხადებს ნეთანიაჰუ. 

ისრაელის პრემიერი ასევე ამბობს, რომ იმავეს, მისი მინისტრებისგანაც ელის. ეს თავდაცვის მინისტრის იმ განცხადებას შეეხებოდა, სადაც ისრაელ კაცი საჯაროდ ემუქრებოდა ხამენეის.

ნეთანიაჰუ ამბობს, რომ აშშ-ის ომში ჩართვა "პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებაა".

"ის გააკეთებს იმას, რაც კარგია ამერიკისთვის, მე კი გავაკეთებ იმას, რაც კარგია ისრაელისთვის," - ამბობს ნეთანიაჰუ.

ის ხაზს უსვამს, რომ ისრაელს შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, მთელი მისია დამოუკიდებლად განახორციელოს.

Aburjga Tasmanieli აი თავხედი!
3 საათის უკან