Newsweek: აშშ ევროპელ მოკავშირეებზე ზეწოლას ახდენს, რათა ნატოს სამიტის დასკვნით კომუნიკეში უკრაინის ხსენება შეზღუდონ

Newsweek: აშშ ევროპელ მოკავშირეებზე ზეწოლას ახდენს, რათა ნატოს სამიტის დასკვნით კომუნიკეში უკრაინის ხსენება შეზღუდონ

აშშ ევროპელ მოკავშირეებზე ზეწოლას ახდენს, რათა ნატოს სამიტის დასკვნით კომუნიკეში უკრაინის ხსენება შეზღუდონ. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Newsweek-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს სიმბოლური ნაბიჯი, კიევის მიმართ მხარდაჭერის შემცირებას ნიშნავს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში.

სამიტის კომუნიკეს ამჟამინდელი პროექტი მხოლოდ ზედაპირულ ხსენებას შეიცავს უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების შესახებ და არ შეიცავს კიევის მხარდაჭერის ფართო განცხადებას, განუცხადა Newsweek-ს ევროპელმა ოფიციალურმა პირმა.