ახლო აღმოსავლეთის BBC-ის ბიუროს დირექტორის პოლ დანახარის აზრით, მსოფლიო საკმაოდ დიდხანს უყურებდა სირიის კონფლიქტს პრიზმაში, ვარაუდობდა, რომ „არაბული გაზაფხულის“ დომინოს პრინციპის მსგავსად, ქვეყანაშიც ხელისუფლება ძალაუფლებას ოპოზიციას გადააბარებდა, თუმცა სირიაში ასე არ ხდება.
ბაშირ ასადის ხელისუფლება ცდილობს ალავიტები- სირიის მმართველი ელიტა დაარწმუნოს, რომ ქვეყანაში არა სირიული რევოლუცია, არამედ სუნიტების აჯანყებაა, რომელიც ყველა შემთხვევაში უნდა ჩაიხშოს. ალავიტებს კი შიში აქვთ, რომ სუნიტების გამარჯვების შემთხვევაში, ისინი პრივილეგიებს დაკარგავენ. სირიის კონფლიქტის ერთ-ერთი მTავარი მიზეზი, სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, სწორედ სუნიტებისა და ალავიტების რელიგიური დაპირისპირებაა, რომელიც „ არაბული გაზაფხულის“ სხვა ქვეყნების რევოლუციებისგან განასხვავებს სირიას.
„ სირიელთა დიდი ნაწილი, ვისაც მე პირადად ვესაუბრე, აცხადებს რომ სწორედ ამიტომაც შეიქმნა ასადის სამხედრო განაყოფი „შაბიხა“. მისი წევრები სუნიტებს ხოცავენ, რათა ქვეყანაში რელიგიური შუღლი ააგორონ“,-აცხადებს დანახარი.
ექსპერტის აზრით, კონფესიური კონფლიქტის დროს, სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლა ძალიან ძვირი ჯდება. „ერაყში გამარჯვების შემდეგ ამერიკელები შეეცადნენ ქვეყანაში ბასისტების რეჟიმის კვალი წაეშალათ, თუმცა ყველაფერი კატასტროფით დამთავრდა. თუ საზოგადოებას სურს სისხლი თავიდან აიცილოს, მაშინ სამართლიანობისთვის ბრძოლას ცოტა ხნით შეკავება მოუწევს.
სირიის ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს და განუცხადოს ალავიტებსაც და თავის მოწინააღმდეგეებსაც, რომ ეს არის ბრძოლა სამართლიანობისთვის, ბრძოლა სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ და არა რელიგიური შუღლი, რომლის გაღვივებასაც „შაბიხა“ ცდილობს.
სწორედ ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია გაერო-ს როლი ამ კონფლიქტში, მხოლოდ ამ ორგანიზაცია შეუძლია კონფლიქტებზე ზეგავლენა მოახდინოს.
ძალიან ბევრი რამ, რაზეც ოპოზიციის აქტივისტები საუბრობენ, ფაქტებს ემყარება, თუმცა არა ყველაფერი. მახსენდება ერთი დიპლომატის სიტყვები: „ეს პროპაგანდისტული ომია და არავისი ნდობა არ შეიძლება“,-აღნიშნავს ახლო აღმოსავლეთის BBC-ის ბიუროს დირექტორი.